https://sputnik-georgia.com/20220926/saqartvelos-sabajo-punqtebi-mushaobis-gansakutrebul-rejimze-gadavidnen-270774611.html
საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა
საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების მრავალკილომეტრიანი რიგია. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T14:00+0400
2022-09-26T14:00+0400
2022-09-26T20:15+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
შემოსავლების სამსახური
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267897187_0:660:1512:1511_1920x0_80_0_0_57c779f4bf2fcde0196b9afa5306c983.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების განმარტებით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში საქართველოს შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო-გამშვები პუნქტები სატვირთოების დანიშნულების ქვეყნებში მოსახვედრად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1a/267897187_0:429:1512:1563_1920x0_80_0_0_d5639cb0ca95222568c0f13f9f113422.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, შემოსავლების სამსახური , ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, შემოსავლების სამსახური , ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა
14:00 26.09.2022 (განახლებულია: 20:15 26.09.2022) ბოლო დღეებში „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების მრავალკილომეტრიანი რიგია.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.
„აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს „ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ნაწილობრივ შეფერხებულია საქართველოდან (საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში საქართველოს შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო-გამშვები პუნქტები სატვირთოების დანიშნულების ქვეყნებში მოსახვედრად.