საქართველოში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ეტაპობრივად გაიზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, განაცხადეს პარლამენტში.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მოიწონა საკანონმდებლო ინიციატივა მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელის ეტაპობრივად გაზრდის შესახებ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მშენებლობის ნებართვის გაცემა უკავშირდება შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსს – როგორც მატერიალურს, ისე ადამიანურ რესურსს.

„პროექტის მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცემათ ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს“, – განაცხადა სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.
მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის გადამხდელისთვის ამან არ გამოიწვიოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>
კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან – 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან – 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან – 10 ლარამდე.
რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას, 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე გაიზრდება, 2024 წლის 1 იანვრიდან – 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან – 11 ლარამდე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0