შეიძლება თუ არა ანადუღარი წყლის სმა? ხიფათი და ექიმების რეკომენდაციები

© Pixabay / Engin_Akyurtჭიქა წყალი
ჭიქა წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი − Sputnik. ადუღება წყლის გასუფთავებისა და გაუსაფრთხოების ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ გზად მიიჩნევა, თუმცა ამას თან ახლავს საფრთხეები, რასაც ბევრი ან არ ითვალისწინებს, ან არ იცის, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, მართალია, მაღალ ტემპერატურაზე წყალში მრავალი სახის ბაქტერია, მავნე მარილები და და ქლორის ნაერთები ნადგურდება, მაგრამ ამავდროულად იკარგება სასარგებლო მიკროელემენტებიც, რის გამოც ადუღებულ წყალს „მკვდარს“ უწოდებენ.

ანადუღარი წყლის სარგებელი და მავნებლობა

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ადუღებულ წყალს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, აუმჯობესებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ წონაში დაკლების მსურველ პაციენტებს მის სმას.
ექიმების თქმით, ანადუღარი თბილი წყლის სმა დილით, უზმოზე ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს და მას „სწორად მუშაობას აიძულებს“. ასეთი წყალი სწორ კვებასთან ერთად შესანიშნავ შედეგს იძლევა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში. ამასთან აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ენდოკრინული და ნერვული სისტემების მუშაობას.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ანადუღარი წყლის სარგებელი ერთგვარად ფერმკრთალდება იმ საფრთხეების ფონზე, რაც შეიძლება მის რეგულარულ სმას მოჰყვეს. საქმე ისაა, რომ დუღილისას წყალში შემავალი გარკვეული სახის მიკრობები და მავნე ნაერთები კი არ ქრება, პირიქით, წარმოიქმნება კიდეც, რაც კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე აუდუღარი წყლის სმა.
მეცნიერებმა ამის დასტურად რამდენიმე ფაქტი ჩამოთვალეს. მათი თქმით, წყლის დუღილისას:
ქლორი ურთიერთქმედებას იწყებს სხვა ნივთიერებებთან და ტოქსიკურ კანცეროგენებს − დიოქსინებსა და ტრიგალომეთანებს წარმოქმნის, რაც ონკოდაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.
ანადუღარი წყლიდან არსად ქრება ნიტრატები, ჰერბიციდები, ნავთობპროდუქტები და მძიმე ლითონები.
წყალში ჰეპატიტი А-ს ვირუსი და ბოტულიზმის ბაქტერიები მხოლოდ 30-წუთიანი დუღილის შემდეგ ნადგურდება.
წყლის ხელმეორედ ადუღების შემთხვევაში ჭურჭლის კედლებზე გაჩენილი ნალექი ორგანიზმში ხვდება, გროვდება იქ და იწვევს გულის, თირკმელებისა და სახსრების დაავადებებს.
მაღალ ტემპერატურაზე წყლიდან ორთქლდება ჟანგბადი, რაც აგრერიგად აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ანადუღარი წლის გამუდმებული სმა ორგანიზმიდან სასარგებლო მინერალური ნივთიერებებისა და მარილების გამორეცხვას იწვევს.
ერთხელ უკვე ადუღებული წყლის ხელმეორედ ადუღებისას იზრდება საშიში მარილების კონცენტრაცია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოებისა და სისტემების მუშაობას აუარესებს.

რეკომენდაციები ადუღებული წყალთან დაკავშირებით

ადუღებული წყალი ადამიანის რაციონის განუყოფელი ნაწილია, რადგან ცხელ სასმელებს მდუღარე წყლის გამოყენებით ვამზადებთ. ამიტომ, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც თან ახლავს თერმულად დამუშავებულ წყალს, საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესები.
არასდროს აადუღოთ ერთი და იგივე წყალი ხელმეორედ;
ხშირად გაწმინდეთ ჩაიდანი ან სხვა ჭურჭელი ნალექისგან, რომელიც მის კედლებზე წარმოიქმნება დუღილის დროს, რათა სუფთა წყალს არ შეერიოს;
არ შეურიოთ ანადუღარი და ახალი წყალი ერთმანეთს შემდგომი ადუღების მიზნით, ვინაიდან ანადუღარი წყლის იზოტოპები აუდუღებელი წყლის ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას დეიტერიუმის დაგროვებას იწვევს. ეს კი უკვე „მძიმე წყალია“, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივისგან.
ანადუღარი წყლის სმას უნდა მოერიდონ ორსულები, რათა ნაყოფი მძიმე მარილებითა და ორგანული ნაერთებით არ დაზიანდეს.
ყველა ახალი ამბავი
0