ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კონფლიქტების შეწყვეტის შესახებ
19:44 25.09.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023)
© photo: Sputnik / Stringer
/ გამოწერა
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები 16 სექტემბერს დაიწყო
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ოქმს კონფლიქტების შეწყვეტის შესახებ, იუწყება „რია ნოვოსტი“ ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, კამჩიბეკ ტაშიევის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ტაჯიკეთის მხარესთან ხელი მოეწერა პროტოკოლს კონფლიქტების შეწყვეტისა და კონფლიქტების შედეგების შესახებ. იმედი მაქვს, რომ დოკუმენტის ყველა პუნქტი დაცული იქნება", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, კონფლიქტის დროს საზღვრისპირა სოფლების ევაკუირებულ მცხოვრებლებს შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. „დღეიდან საზღვარზე სიმშვიდე იქნება“, - განაცხადა ტაშიევმა.
© photo: Sputnik / Syrgak Baktyarov / გადასვლა მედიაბანკშივითარება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
ვითარება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
© photo: Sputnik / Syrgak Baktyarov
/ ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები 16 სექტემბერს დილით დაიწყო. მხარეები სროლებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სასტიკი ბრძოლები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე მთელი დღე გაგრძელდა.
ცეცხლი მხოლოდ ღამით შეწყდა, თუმცა 17 სექტემბერს დილით შეტაკებები ისევ განახლდა და კვლავ მთელი დღე გაგრძელდა. მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. სროლა მხოლოდ საღამოს საათებში შეწყდა.
ყირგიზეთი 59 დაღუპულისა და 163 დაშავებული სამხედროს შესახებ იუწყება, ხოლო ტაჯიკეთი აცხადებს, რომ შეტაკებებში დაიღუპა 35 და დაიჭრა 30 სამხედრო.
© photo: Sputnik / Сыргак Бактыяров / გადასვლა მედიაბანკშივითარება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
ვითარება ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე
© photo: Sputnik / Сыргак Бактыяров
/ რაც შეეხება მსხვერპლს, ტაჯიკეთმა 41 დაღუპულისა და 30 დაშავებულის შესახებ განაცხადა. ყირგიზეთი 62 დაღუპულისა და 198 დაშავებული სამხედროს შესახებ იუწყება. კონფლიქტის ფონზე ყირგიზეთის საზღვრისპირა რაიონებიდან 140 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.