https://sputnik-georgia.com/20220925/uzarmazari-sacobebi-saqartvelo-rusetis-sazrvarze-ra-xdeba-270749759.html
უზარმაზარი საცობები საქართველო-რუსეთის საზღვარზე: რა ხდება
უზარმაზარი საცობები საქართველო-რუსეთის საზღვარზე: რა ხდება
Sputnik საქართველო
სოციალურ ქსელებში და Telegram-არხებში უამრავი ვიდეო ვრცელდება „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის რუსულ მხარეს არსებული რიგებისა და საცობების შესახებ 25.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-25T15:23+0400
2022-09-25T15:23+0400
2022-09-25T15:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265584557_0:35:1300:766_1920x0_80_0_0_2dc58dbac84399c0e364ffee08742676.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მხარეს მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგი შეიქმნა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.შაბათს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 2,3 ათასი ავტომობილი დაგროვდა და მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში შესვლისგან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით.მამაკაცის თქმით, მხოლოდ კვირას გამთენიისას მოახერხეს სხვა მანქანაში ჩასხდომა და საზღვრის გადმოკვეთა.სოციალურ ქსელებში და Telegram-არხებში უამრავი ცნობა ვრცელდება რიგებისა და საცობების შესახებ. Yandex-ის სერვისის მონაცემებით, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას იძლევა, ამჟამად საზღვართან 15 კილომეტრიანი რიგი დგას.ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საზღვარი დღე-ღამეში 3021-მა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა. რუსეთში 1510 მანქანა შევიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში 1511 ავტომობილი შემოვიდა. უფრო ახალ სტატისტიკას უწყება არ ავრცელებს.გზა „ზემო ლარსის“ გავლით არის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი სომხეთიდან რუსეთში. მაისის დასაწყისიდან იქ ხშირია დიდი „საცობები“ იმის გამო, რომ შავ ზღვაზე ტვირთების გადაზიდვა გართულდა და ტვირთების ნაწილი (მათ შორის თურქულის) რუსეთში სახმელეთო გზით იგზავნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265584557_117:0:1184:800_1920x0_80_0_0_526c48d2203f2d9f84a19e0d387dfc32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
უზარმაზარი საცობები საქართველო-რუსეთის საზღვარზე: რა ხდება
სოციალურ ქსელებში და Telegram-არხებში უამრავი ვიდეო ვრცელდება „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის რუსულ მხარეს არსებული რიგებისა და საცობების შესახებ
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რუსეთის მხარეს მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგი შეიქმნა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
შაბათს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 2,3 ათასი ავტომობილი დაგროვდა და მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში შესვლისგან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით.
„შაბათს სანქტ-პეტერბურგიდან ნაზრანის აეროპორტში ჩავფრინდით და ტაქსით ვაპირებდით საქართველოს საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ მანქანამ მხოლოდ სოფელ ბალტამდე მიგვიყვანა. მერე ფეხით წავედით, რადგან მანქანების რიგი თითქმის არ იძროდა“, - უამბო Sputnik-საქართველოს სანქტ-პეტერბურგელმა დმიტრიმ.
მამაკაცის თქმით, მხოლოდ კვირას გამთენიისას მოახერხეს სხვა მანქანაში ჩასხდომა და საზღვრის გადმოკვეთა.
სოციალურ ქსელებში და Telegram-არხებში უამრავი ცნობა ვრცელდება რიგებისა და საცობების შესახებ. Yandex-ის სერვისის მონაცემებით, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას იძლევა, ამჟამად საზღვართან 15 კილომეტრიანი რიგი დგას.
ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საზღვარი დღე-ღამეში 3021-მა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა. რუსეთში 1510 მანქანა შევიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში 1511 ავტომობილი შემოვიდა. უფრო ახალ სტატისტიკას უწყება არ ავრცელებს.
გზა „ზემო ლარსის“ გავლით არის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი სომხეთიდან რუსეთში. მაისის დასაწყისიდან იქ ხშირია დიდი „საცობები“ იმის გამო, რომ შავ ზღვაზე ტვირთების გადაზიდვა გართულდა და ტვირთების ნაწილი (მათ შორის თურქულის) რუსეთში სახმელეთო გზით იგზავნება.