საქართველო და აზერბაიჯანი მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას აპირებენ

© courtesy of The Prosecution Service of Georgiaსაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
გამოწერა
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე ყოველწლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს
თბილისი, 25 სექტემბერი- Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. ამის შესახებ საუბრობდნენ შეხვედრაზე საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი, ნათქვამია პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
© Courtesy of The Prosecution Service of Georgiaსაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
Встреча генпрокурора Грузии Ираклия Шотадзе и его азербайджанского коллеги Камрана Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი საქართველოს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე ყოველწლიური კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება.
© Courtesy of The Prosecution Service of Georgiaსაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
Встреча генпрокурора Грузии Ираклия Шотадзе и его азербайджанского коллеги Камрана Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ კამრან ალიევს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.
© Courtesy of The Prosecution Service of Georgiaსაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
Встреча генпрокурора Грузии Ираклия Шотадзе и его азербайджанского коллеги Камрана Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
© Courtesy of The Prosecution Service of Georgiaსაქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
Встреча генпрокурора Грузии Ираклия Шотадзе и его азербайджанского коллеги Камрана Алиева - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა კამრან ალიევი
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები.
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები.
ყველა ახალი ამბავი
0