KISFF 2022: მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

© Pixabay / PublicDomainPicturesრეტრო კინოკამერა
რეტრო კინოკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
გამოწერა
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი წელს მეორედ იმართება.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. კინოთეატრ „საქართველოში" გუშინ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალი KISFF 2022 გაიხსნა.
ფესტივალი მიხეილ კობახიძის ფილმით „ქორწილი" გაიხსნა.
ფესტივალი 24-დან 29 სექტემბრამდე გაიმართება. საკონკურსო პროგრამა მოიცავს 15 მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და 15 მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ნამუშევარს, ორივე კატეგორიაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება როგორც საუკეთესო ფილმი, ასევე საუკეთესო რეჟისორი. ამასთან ერთად, კინომცოდნეებით დაკომპლექტებული ჟიური სპეციალური პრიზით დააჯილდოვებს კიდევ ერთ ნამუშევარს.
ფესტივალი ფარგლებში ასევე მოეწყობა ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და მასტერ-კლასები. ფესტივალის მთავარი პრიზია „ოქროს დინოზავრი".
„ქუთაისი ქართული კინოს აკვანია და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ აქ დაფუძნდა ეს ფესტივალი. კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება ამ ფესტივალზე და ორგანიზატორები ძალიან საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ“, - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საფესტივალო ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
წყარო - ფესტივალის ვებ-გვერდი
ყველა ახალი ამბავი
0