https://sputnik-georgia.com/20220925/parizuli-turistuli-gamofenis-jurnalma-saqartvelos-mtebs-statia-miuzrvna-270739131.html
პარიზული ტურისტული გამოფენის ჟურნალმა საქართველოს მთებს სტატია მიუძღვნა
პარიზული ტურისტული გამოფენის ჟურნალმა საქართველოს მთებს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბაკურიანისა და გუდაურის სამთო კურორტები განახლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. 25.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-25T10:30+0400
2022-09-25T10:30+0400
2022-09-25T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899497_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_5724d74055455651b289e5379180abd4.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. პარიზში გამართული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის - IFTM Top Resa - ყოველდღიურმა ჟურნალმა საქართველოს მთის კურორტების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.სტატიაში ნათქვამია, რომ ბაკურიანი 2023 წელს ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ განახლების შედეგად მთის კურორტები გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. სრულიად ახალი კურორტები გოდერძი და მესტია კი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კურორტებად არიან მიჩნეულები.„წლიდან წლამდე საქართველოში ახალი სასრიალო ტრასები იხსნება. საქართველო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, რომელიც სრიალის მოყვარულებს ჰელი-სკის სერვისს სთავაზობს“,-წერია IFTM daily-ის სტატიაში.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობდა საფრანგეთში მიმდინარე ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში - IFTM Top Resa.გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა პრეზენტაციები და შეხვედრები საერთაშორისო კომპანიებთან.ტურისტულ გამოფენას წელს 34 ათასი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა. გამოფენაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდი იყო წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში 150 კონფერენცია გაიმართე.IFTM Top Resa არის ტურიზმის და მოგზაურობის მრავალმიზნობრივი გამოფენა, რომელიც მოიცავს მოგზაურობის ყველა სფეროს: ბიზნესს, დასვენებას, ჯგუფებს, MICE-ს. ეს არის პლატფორმა კონკრეტული ბაზრისა და ინდუსტრიის ტენდენციების შესასწავლად.გამოფენა 21 სექტემბერს გაიხსნა და 24 სექტემბერს დაიხურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899497_0:0:1821:1366_1920x0_80_0_0_71cdfe24a907df9c6f28190405ee0736.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება
პარიზული ტურისტული გამოფენის ჟურნალმა საქართველოს მთებს სტატია მიუძღვნა
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბაკურიანისა და გუდაურის სამთო კურორტები განახლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. პარიზში გამართული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის - IFTM Top Resa - ყოველდღიურმა ჟურნალმა საქართველოს მთის კურორტების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბაკურიანი 2023 წელს ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
„მწვერვალზე საბაგიროთი ასვლაზე უკეთესი არაფერია, აქ ჩაისუნთქავ ცივ, სუფთა ჰაერს, გახედავ თოვლიან მწვერვალებს და გააცნობიერებ, რომ საოცარი მთებიდან თხილამურებით დაშვებას აპირებ. საქართველოში თხილამურებით სრიალი საოცრად შთამბეჭდავი და თანამედროვეა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ განახლების შედეგად მთის კურორტები გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. სრულიად ახალი კურორტები გოდერძი და მესტია კი უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კურორტებად არიან მიჩნეულები.
„წლიდან წლამდე საქართველოში ახალი სასრიალო ტრასები იხსნება. საქართველო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, რომელიც სრიალის მოყვარულებს ჰელი-სკის სერვისს სთავაზობს“,-წერია IFTM daily-ის სტატიაში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობდა საფრანგეთში მიმდინარე ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში - IFTM Top Resa.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა პრეზენტაციები და შეხვედრები საერთაშორისო კომპანიებთან.
ტურისტულ გამოფენას წელს 34 ათასი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა. გამოფენაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდი იყო წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში 150 კონფერენცია გაიმართე.
IFTM Top Resa არის ტურიზმის და მოგზაურობის მრავალმიზნობრივი გამოფენა, რომელიც მოიცავს მოგზაურობის ყველა სფეროს: ბიზნესს, დასვენებას, ჯგუფებს, MICE-ს. ეს არის პლატფორმა კონკრეტული ბაზრისა და ინდუსტრიის ტენდენციების შესასწავლად.
გამოფენა 21 სექტემბერს გაიხსნა და 24 სექტემბერს დაიხურა.