„მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ - თბილისში უნიკალური გამოფენა გაიხსნა

© courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი  გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“  - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
გამოწერა
მეფის პირადი ნივთები, ხმლები და პორტრეტები - ეს სხვა უამრავი ექსპონატი წარმოდგენილია ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენაზე
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი უპრეცედენტო გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ გაიხსნა.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
ექსპოზიციაზე ქართველი მონარქის დიდი საქმეების ამსახველი უნიკალური ექსპონატები და როგორც მეფის, ასევე მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ძვირფასი მემორიალური ნივთებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
იშვიათ ექსპონატებს შორისაა: მეფე ერეკლეს ბავშვობისდროინდელი სათამაშო, გულსაკიდი ხატი, სათვალე, თოფები (მათ შორის, თოფი მუსაიფი), ხმლები, სამეფო და საკათალიკოსო ტახტები, ერეკლე მეფის პორტრეტები, მეფის ახალუხი (ხალათი), საბეჭდავები, ხელნაწერები, ნაქარგობები და წიგნები.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
გამოფენაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია იმ პერიოდის საქართველოში ჩამოსხმული ზარბაზნები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ტილოები, რომლებიც ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებს მიეძღვნა.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
გამოფენაზე საგანგებოდაა წარმოდგენილი დედოფალ დარეჯან დადიანის ზურმუხტის საყურეები, თეკლე ბატონიშვილის ოქროსა და ვერცხლის ქამრები და გიორგი XII-ის ნეფრიტის საბეჭდავი.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები საქართველოს ხუთი სხვადასხვა მუზეუმიდან. კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმიდან, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმიდან, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმიდან, საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვეყნის წამყვანი მუზეუმების დირექტორები. გამოფენის კურატორია ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი კალანდია.
© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthმეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
Выставка с экспонатами Царь Ираклий - последний лев Грузии в честь царя Эрекле II - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
მეფე ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“
დამთვალიერებლები გამოფენის ნახვას 16 სექტემბრამდე შეძლებენ. გამოფენის გახსნის დღეს იყო წარმოდგენილი ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა.
ყველა ახალი ამბავი
0