13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მოზარდის ბაბუა დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2022
გამოწერა
მამაკაცი, რომელსაც უკვე შეეფარდა პატიმრობა, ბრალს არ აღიარებს
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. შიდა ქართლში შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვმა დახმარება სკოლაში ითხოვა და პოლიციამ გამოძიება მასწავლებლების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მოზარდის დედამ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ბავშვთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმაართ.
ყველა ახალი ამბავი
0