https://sputnik-georgia.com/20220924/usafrtxo-mogzauroba-erovnul-parkebsi-saqartvelosi-mobiluri-aplikacia-seiqmna-270732141.html
უსაფრთხო მოგზაურობა ეროვნულ პარკებში: საქართველოში მობილური აპლიკაცია შეიქმნა
უსაფრთხო მოგზაურობა ეროვნულ პარკებში: საქართველოში მობილური აპლიკაცია შეიქმნა
Sputnik საქართველო
ვიზიტორები შეძლებენ მარშრუტის წინასწარ განსაზღვრას, რაც მოგზაურობას მაქსიმალურად მარტივსა და უსაფრთხოს გახდის, აღნიშნეს სააგენტოში. 24.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-24T15:18+0400
2022-09-24T15:18+0400
2022-09-24T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24726/85/247268594_0:129:1875:1184_1920x0_80_0_0_c8f42581b020c614e965397357a94b7b.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტურიზმის სექტორს შესთავაზა პირველი მობილური აპლიკაცია Parks.ge, რომელიც ვიზიტორებს ეროვნულ პარკებში უსაფრთხოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.აპლიკაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სალაშქრო ბილიკებისა თუ მოგზაურობაში საჭირო სხვა სერვისების შესახებ. აპლიკაციის ტექნიკურ ნაწილზე იმუშავა კომპანია Noxtton-ი.მობილური აპლიკაციით ვიზიტორები სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დაცული ტერიტორიების შესახებ. ვიზიტორები შეძლებენ წინასწარ განსაზღვრონ მარშრუტი, რაც მოგზაურობას გახდის მაქსიმალურად მარტივს, მოქნილსა და უსაფრთხოს, აღნიშნეს სააგენტოში.ახალი აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია:აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა როგორც IOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნეს, რომ აპლიკაცია ხელს შეუწყობს სოფლად ეკოტურისტული სერვისების განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24726/85/247268594_62:0:1813:1313_1920x0_80_0_0_f8a262ac2800f3e32d7826e452c901c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
უსაფრთხო მოგზაურობა ეროვნულ პარკებში: საქართველოში მობილური აპლიკაცია შეიქმნა
15:18 24.09.2022 (განახლებულია: 17:02 24.09.2022) ვიზიტორები შეძლებენ მარშრუტის წინასწარ განსაზღვრას, რაც მოგზაურობას მაქსიმალურად მარტივსა და უსაფრთხოს გახდის, აღნიშნეს სააგენტოში.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტურიზმის სექტორს შესთავაზა პირველი მობილური აპლიკაცია Parks.ge, რომელიც ვიზიტორებს ეროვნულ პარკებში უსაფრთხოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
აპლიკაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სალაშქრო ბილიკებისა თუ მოგზაურობაში საჭირო სხვა სერვისების შესახებ. აპლიკაციის ტექნიკურ ნაწილზე იმუშავა კომპანია Noxtton-ი.
მობილური აპლიკაციით ვიზიტორები სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დაცული ტერიტორიების შესახებ. ვიზიტორები შეძლებენ წინასწარ განსაზღვრონ მარშრუტი, რაც მოგზაურობას გახდის მაქსიმალურად მარტივს, მოქნილსა და უსაფრთხოს, აღნიშნეს სააგენტოში.
ახალი აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია:
საქართველოს ეროვნული პარკების ყველა ეკოტურისტული ბილიკის პოვნა
სასურველი მიმართულების მოძიება ბილიკის სირთულეების მიხედვით
მოგზაურობისთვის საჭირო დროის განსაზღვრა
შთაბეჭდილებების გაზიარება
სანდო და ოპერატიული შეტყობინებების მიღება დაცულ ტერიტორიებთან, სერვისებთან და მათ დახურვასთან დაკავშირებით
ლაშქრობისას ბილიკიდან გადაცდენის შემთხვევაში ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილებების მიღება.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა როგორც IOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნეს, რომ აპლიკაცია ხელს შეუწყობს სოფლად ეკოტურისტული სერვისების განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.