თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა მიმდინარეობს

© Rustavi City Hallქუჩის ბაზრობა რუსთავში
ქუჩის ბაზრობა რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2022
გამოწერა
ბაზრობაზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik.საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში თბილისის თანამედროვე ხელოვნების რიგით მესამე ბაზრობა (Tbilisi Art Fair, TAF) იმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
რეგიონში უმსხვილესი არტ-მოვლენა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ მრავალფეროვანი პროგრამით დაბრუნდა.
TAF 2022-ზე წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
© Sputnik / STRINGERარტ-გამოფენა
Пустой Сухой мост, где продаются картины грузинских художников и сувениры. Нет туристов - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2022
არტ-გამოფენა
გამოფენების გარდა, ბაზრობა მოიცავს პერფორმანსებს, ვორქშოპებს, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სცენებს შორის ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.
ბაზრობა უმასპინძლებს სტუმრებს 25 სექტემბრამდე, 12:00-დან 20:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0