თბილისში დღეს „კრწანისობა 2022“ გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerქართული ეროვნული ტრადიციები
ქართული ეროვნული ტრადიციები - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2022
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ძველი ქართული სამოსისა და იარაღის გამოფენა, ასევე გაიმართება კონცერტი.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. თბილისში დღეს 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართება. ინფორმაციას კრწანისის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
ღონისძიება 11:30 საათზე მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციით გაიხსნება, რომელსაც ჯაბა სამუშია წარუძღვება. 12:00 საათზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ ღონისძიების კულტურული ნაწილი დაიწყება.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ ანსამბლი „შვიდკაცა“ და ფოლკლორული ანსამბლი „თბილისი“. წარმოდგენილი იქნება მხატვრული კითხვა.
ასევე მოეწყობა ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა (ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა).
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოირგონ საბრძოლო შესამოსელი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
აღსანიშნავია, რომ „კრწანისობის“ დღესასწაული პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0