https://sputnik-georgia.com/20220924/saqartvelosi-mzrolebi-alkotestze-gavlaze-uaris-gamo-dajarimdebian-270729511.html
საქართველოში მძღოლებს ალკოტესტზე უარის გამო დააჯარიმებენ
საქართველოში მძღოლებს ალკოტესტზე უარის გამო დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო ჯარიმა იზრდება 24.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-24T09:30+0400
2022-09-24T09:30+0400
2022-09-24T11:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491089_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_31683f8c2d84ecdec6b9ea226eb89e63.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, რაც გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ალკოჰოლური სიმთვრალისას ავტომანქანის მართვის გამო.ცვლილებები ითვალისწინებს 3 ათას ლარიან ჯარიმას ან 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ალკოტესტის გავლაზე.გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება იმ მძღოლებს, რომლებსაც უკვე ჩამერთვათ მართვის უფლება ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, მაგრამ მაინც მართავდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში.გარდა ამისა, 2 ათასი ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ელოდება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს, თუ მის მიერ ავტომობილის მართვამ გამოიწვია პირის, ტვირთის, გზის, საგზაო ინფრასტრუქტურის, შენობის ან ქონების უმნიშვნელო ზიანი.ამავდროულად, კანონში გაჩნდება დათქმა, რომ ალკოჰოლზე განმეორებითი ტესტირებისას, რომელიც მძღოლს შეუძლია მოითხოვოს შემოწმებიდან ორი საათის განმავლობაში, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ერთ საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491089_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_1870ed264278025aa395549f024f7908.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საქართველოში მძღოლებს ალკოტესტზე უარის გამო დააჯარიმებენ
09:30 24.09.2022 (განახლებულია: 11:32 24.09.2022) არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო ჯარიმა იზრდება
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა, რაც გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ალკოჰოლური სიმთვრალისას ავტომანქანის მართვის გამო.
ცვლილებები ითვალისწინებს 3 ათას ლარიან ჯარიმას ან 10-დან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ალკოტესტის გავლაზე.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება იმ მძღოლებს, რომლებსაც უკვე ჩამერთვათ მართვის უფლება ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, მაგრამ მაინც მართავდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში.
გარდა ამისა, 2 ათასი ლარის ჯარიმა და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ელოდება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს, თუ მის მიერ ავტომობილის მართვამ გამოიწვია პირის, ტვირთის, გზის, საგზაო ინფრასტრუქტურის, შენობის ან ქონების უმნიშვნელო ზიანი.
ამავდროულად, კანონში გაჩნდება დათქმა, რომ ალკოჰოლზე განმეორებითი ტესტირებისას, რომელიც მძღოლს შეუძლია მოითხოვოს შემოწმებიდან ორი საათის განმავლობაში, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ერთ საათში 0,15 პრომილეთი მცირდება.