https://sputnik-georgia.com/20220924/saqartvelos-da-somxetis-premierebma-samxret-kavkasiasi-arsebuli-vitareba-ganixiles-270736238.html
საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის... 24.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-24T19:59+0400
2022-09-24T19:59+0400
2022-09-24T19:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/263007221_0:19:2265:1294_1920x0_80_0_0_ef21b8dae3a2b7adf50b5d5446f6b5e9.png
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება იყო განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია.რეგიონში მიმდინარე სიტუაციის განხილვისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივლისში 593,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 48,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წლის დასაწყისიდან შვიდი თვის განმავლობაში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 96,3%-ით გაიზარდა და 251,5 მილიონი დოლარი შეადგინა.წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/263007221_259:0:1984:1294_1920x0_80_0_0_9896415edceea41f80d920436765360b.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, კავკასია, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება იყო განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია.
რეგიონში მიმდინარე სიტუაციის განხილვისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
„განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივლისში 593,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 48,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წლის დასაწყისიდან შვიდი თვის განმავლობაში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 96,3%-ით გაიზარდა და 251,5 მილიონი დოლარი შეადგინა.