როდის შეძლებს ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომი გემების მიღებას

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2022
გამოწერა
ფოთის განახლებული პორტი უახლოეს დღეებში მუშაობას დაიწყებს და Panamax-ის ტიპის გემების მიღებას შეძლებს
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომი გემების მიღებას ორ კვირაში შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ტრანსფორდის“ დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა.
კომპანია „ტრანსფორდი“ შედის კონცერნ Pace Group-ში, რომელიც, თავის მხრივ, ფოთის პორტის მფლობელია.
ფოთის პორტის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. მეორე ეტაპი მოიცავდა 300 მეტრის სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას, სადაც სამი ამწე განთავსდება.
მაზიაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად უკვე ორ კვირაში ფოთის პორტი შეძლებს Panamax-ის ტიპის გემების მიღებას, და ახალი ნავმისადგომის მიმართ უკვე დიდი ინტერესი არსებობს.
„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 50 ათას ტონიანი გემები... ჩვენი მოლოდინით, მხოლოდ ეს ერთი ნავმისადგომი შეძლებს, რომ გადამუშავებული ტვირთი 2 მლნ ტონით გაიზარდოს“, - განაცხადა ვასილ მაზიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, თუ კომპანია Pace Group-ი წლიურად საშუალოდ 6 მლნ ტონა ტვირთს ამუშავებდა, ახალი ნავმისადგომის პირობებში ეს რიცხვი 8-9 მლნ ტონამდე გაიზრდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე გაზრდილი დატვირთვის გათვალისწინებით.
კომპანია ოპერირებას მშრალი ტვირთებით აპირებს. ეს არის ლითონი მთელი რეგიონიდან, სასუქები, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.
ყველა ახალი ამბავი
0