როდის დაიწყება ვაჟა-ფშაველას და წერეთლის გამზირების რეაბილიტაცია: კახა კალაძე

© press-service of the Tbilisi City Hall
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2022
გამოწერა
კალაძე არ გამორიცხავს, რომ მრავალსაათიანი საცობები სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. წერეთლის გამზირის განახლების სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირის - მომავალ წელს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
განცხადებამ, რომ თბილისის მერია ქალაქის კიდევ ორი ​​ძირითადი სატრანსპორტო არტერიის შეკეთებას გეგმავს, დედაქალაქის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სამუშაოების გამო ქალაქში დიდი საცობები შეიძლება შეიქმნას.
„ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია... მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან ის არ გამორიცხავს, რომ მრავალსაათიანი საცობები სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული.
„ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ მერია სამუშაოებზე უარს ვერ იტყვის.
მანამდე თბილისის მერიამ მძღოლებს შესთავაზა, კვირაში ორი დღით გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რათა გზები 15-20%-ით განიტვირთოს.
ბოლო მონაცემებით, თბილისში 1 მილიონზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული. ბოლო წლებში ქალაქის ინფრასტრუქტურა ვერ უმკლავდება სატრანსპორტო ნაკადს, რის გამოც პიკის საათებში თბილისის ყველა უბანში საცობებია.
ყველა ახალი ამბავი
0