https://sputnik-georgia.com/20220924/algetis-erovnul-parksi-ketilsobili-irmebis-saseni-moewyoba-270734369.html
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმების საშენი მოეწყობა
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმების საშენი მოეწყობა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის სახით. 24.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-24T17:19+0400
2022-09-24T17:19+0400
2022-09-24T17:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23278/72/232787204_19:0:981:541_1920x0_80_0_0_5296e3912ed1c6ac8cd94dcaa04ef849.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, კეთილშობილი ირმის საშენი მოეწყობა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.აღნიშნული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.ალგეთის ეროვნული პარკში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პოპულაციის აღდგენის გზები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ველურ ბუნებასთან ინტეგრირებული საშენის მოწყობა.ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია.ამ დროისთვის საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8 ათასი ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შექმნის შედეგად იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს, აღნიშნეს სააგენტოში.ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს.ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1965 წელს აღმოსავლეთის ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთით არეალის საზღვრის დაცვის მიზნით შეიქმნა. 2007 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23278/72/232787204_139:0:860:541_1920x0_80_0_0_6e1ffce091811dd5712f68654d55eb8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმების საშენი მოეწყობა
17:19 24.09.2022 (განახლებულია: 17:20 24.09.2022) დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის სახით.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, კეთილშობილი ირმის საშენი მოეწყობა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ალგეთის ეროვნული პარკში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პოპულაციის აღდგენის გზები განიხილეს და ადგილზე დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება ველურ ბუნებასთან ინტეგრირებული საშენის მოწყობა.
ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია.
ამ დროისთვის საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე (8 ათასი ჰა) კეთილშობილი ირმის ველური პოპულაციის შექმნის შედეგად იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს, აღნიშნეს სააგენტოში.
ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1965 წელს აღმოსავლეთის ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთით არეალის საზღვრის დაცვის მიზნით შეიქმნა. 2007 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.