სეულში ქართულ ღვინოს გაეცნენ

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
სამხრეთ კორეა მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია.
თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. სეულში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სამხრეთ კორეის დედაქალაქში ღონისძიებას 140 სტუმარი, მათ შორის, მეღვინეობის დარგის ადგილობრივი ექსპერტები, მასმედიის წარმომადგენლები, იმპორტიორები და ინფლუენსერები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის პროფესიული მასტერ-კლასი და პრეზენტაცია გაიმართა.

„კორეის ბაზარზე მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც მიმართულია ქართული ღვინისა და მეღვინეობის უნიკალური ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ, ჯერ არ განხორციელებულა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა ღვინის სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ მეტრეველმა.

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.
კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება.
სეულში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და კონტრაქტორი კომპანია Wine 21-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0