ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

© photo: Sputnik / Aleksey Filippovფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევრო-2024-ის პლეი-ოფში ვადამდე გავიდა.
მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მატჩის 35-ე წუთზე დაწინაურდა – ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ ბოიან მიოვსკიმ ავტოგოლი გაიტანა.
მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ 65-ე წუთზე თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 2:0 დააფიქსირა.
ქართული გუნდი 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0