https://sputnik-georgia.com/20220923/raribasvilma-etlit-mofarikaveebs-warmateba-miuloca-270716705.html
პრემიერმა ქართველ ეტლით მოფარიკავეებს მსოფლიო თასზე წარმატება მიულოცა
პრემიერმა ქართველ ეტლით მოფარიკავეებს მსოფლიო თასზე წარმატება მიულოცა
Sputnik საქართველო
ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა. 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T18:12+0400
2022-09-23T18:12+0400
2022-09-23T22:17+0400
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23808/90/238089074_0:113:1200:788_1920x0_80_0_0_ed39c7d3161b95c3b4f06802b80215bb.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს.საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა იტალიის ქალაქ პიზაში დაწყებულ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე: ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრის ნახევარფინალში სამხრეთკორეელ პარასპორტსმენ ჩოოს 15:14 სძლია, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, მან მესამე ადგილის მოსაპოვებლად პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:14 სძლია.დღეს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები ძალებს რაპირით ასპარეზობაში სცდიან, სადაც კვლავ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოვლენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23808/90/238089074_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_7826a9af3de8e5167076b826f2cdedd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო
პრემიერმა ქართველ ეტლით მოფარიკავეებს მსოფლიო თასზე წარმატება მიულოცა
18:12 23.09.2022 (განახლებულია: 22:17 23.09.2022) ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა იტალიის ქალაქ პიზაში დაწყებულ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე: ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.
„ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი – ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“ – დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრის ნახევარფინალში სამხრეთკორეელ პარასპორტსმენ ჩოოს 15:14 სძლია, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, მან მესამე ადგილის მოსაპოვებლად პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:14 სძლია.
დღეს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები ძალებს რაპირით ასპარეზობაში სცდიან, სადაც კვლავ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოვლენ.