https://sputnik-georgia.com/20220923/ra-roli-itamasha-kaladzem-kvaracxelias-transpershi-270713879.html
რა როლი ითამაშა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერში - თბილისის მერის განცხადება
რა როლი ითამაშა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერში - თბილისის მერის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კვარაცხელიას კანდიდატურას მან მხარი დაუჭირა, თუმცა ამაზე საუბარი ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე არ სურდა. 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T17:39+0400
2022-09-23T17:39+0400
2022-09-23T22:13+0400
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715972_0:106:2856:1714_1920x0_80_0_0_e83f878bd742b38560f4a7b3666433a5.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც წარსულში იტალიურ „მილანში“ წარმატებით ასპარეზობდა, აღიარა, რომ ვიდრე ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კლუბ „ნაპოლიში“ მოხვდებოდა, მას დაურეკეს და სპორტსმენის შესაძლებლობებზე აზრი ჰკითხეს.კახა კალაძე წარსულში თბილისის „დინამოს“, კიევის „დინამოს“, იტალიური „მილანისა“ და „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მასთან რამდენიმე ზარი განხორციელდა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თუმცა ტრანსფერის საბოლოოდ დახურვამდე ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნდა.თბილისის მერის თქმით, კონტაქტი მას და „ნაპოლის“ მესვეურებს შორის ჯერ კიდევ პანდემიამდე შედგა. იმ პერიოდისთვის იტალიური კლუბი უკვე სერიოზულად ინტერესდებოდა კვარაცხელიას შეძენით, თუმცა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის გამო შეთანხმება დროებით გადაიდო.კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელიასთან დაკავშირებით ის არა მარტო გატუზოს („ნაპოლის“ იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი), არამედ „მილანის“ ლეგენდასა და გუნდის ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინისაც ესაუბრა.„პაოლოსთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ ვკითხე, თუ ჰქონდათ მათ ინტერესი. მაშინ თავი შეიკავეს და მესმის რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ პოზიციაზე ჰყავთ პორტუგალიელი რაფაელ ლეაო, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ამ პოზიციაზე“, – განაცხადა კალაძემ.კალაძის თქმით, „ნაპოლი“ დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე კლუბია, რომელსაც ლუჩანო სპალეტის სახით შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ეს ყველაფერი კვარაცხელიას წარმატების მიღწევაში კიდევ უფრო დაეხმარება, დასძინა თბილისის მერმა.21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715972_210:0:2747:1903_1920x0_80_0_0_3cfe0f4bddfc44c7ce2ec26a572b33d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
რა როლი ითამაშა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერში - თბილისის მერის განცხადება
17:39 23.09.2022 (განახლებულია: 22:13 23.09.2022) თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კვარაცხელიას კანდიდატურას მან მხარი დაუჭირა, თუმცა ამაზე საუბარი ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე არ სურდა.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც წარსულში იტალიურ „მილანში“ წარმატებით ასპარეზობდა, აღიარა, რომ ვიდრე ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კლუბ „ნაპოლიში“ მოხვდებოდა, მას დაურეკეს და სპორტსმენის შესაძლებლობებზე აზრი ჰკითხეს.
კახა კალაძე წარსულში თბილისის „დინამოს“, კიევის „დინამოს“, იტალიური „მილანისა“ და „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მასთან რამდენიმე ზარი განხორციელდა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თუმცა ტრანსფერის საბოლოოდ დახურვამდე ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნდა.
„პირველი კომუნიკაცია მქონდა გატუზოსთან, ასევე „ნაპოლის“ ტექნიკურ დირექტორთან. როდესაც ვისაუბრეთ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მაშინვე გამოითქვა ძალიან დიდი სურვილი და მზადყოფნა მის გადაყვანასთან დაკავშირებით. შეკითხვები იყო მის შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, ისინი ყველა თამაშს აკვირდებოდნენ, თუმცა ჩემი მოსაზრებაც აინტერესებდათ. ხვიჩას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემგან“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, კონტაქტი მას და „ნაპოლის“ მესვეურებს შორის ჯერ კიდევ პანდემიამდე შედგა. იმ პერიოდისთვის იტალიური კლუბი უკვე სერიოზულად ინტერესდებოდა კვარაცხელიას შეძენით, თუმცა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის გამო შეთანხმება დროებით გადაიდო.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელიასთან დაკავშირებით ის არა მარტო გატუზოს („ნაპოლის“ იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი), არამედ „მილანის“ ლეგენდასა და გუნდის ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინისაც ესაუბრა.
„პაოლოსთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ ვკითხე, თუ ჰქონდათ მათ ინტერესი. მაშინ თავი შეიკავეს და მესმის რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ პოზიციაზე ჰყავთ პორტუგალიელი რაფაელ ლეაო, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ამ პოზიციაზე“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, „ნაპოლი“ დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე კლუბია, რომელსაც ლუჩანო სპალეტის სახით შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ეს ყველაფერი კვარაცხელიას წარმატების მიღწევაში კიდევ უფრო დაეხმარება, დასძინა თბილისის მერმა.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.