https://sputnik-georgia.com/20220923/mucladmyofi-bavsvebi-sakvebis-gemos-arceven-270714058.html
მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ რეაგირებენ მუცლადმყოფი ბავშვები საკვების გემოზე - ფოტო
მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ რეაგირებენ მუცლადმყოფი ბავშვები საკვების გემოზე - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. მუცლად მყოფი ბავშვები საკვების გემოებს არჩევენ და შესაბამისად რეაგირებენ მათზე, აცხადებენ დარემის უნივერსიტეტის (დიდი... 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T16:26+0400
2022-09-23T16:26+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. მუცლად მყოფი ბავშვები საკვების გემოებს არჩევენ და შესაბამისად რეაგირებენ მათზე, აცხადებენ დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები.მათი შესაბამისი ნაშრომი ჟურნალ Sage Journals-შია გამოქვეყნებული.მკვლევარები ამ დასკვნამდე ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 100 ორსული მონაწილეობდა. მათი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა, ფეხმძიმობის ვადა კი 32-დან 36 კვირამდე.ექსპერიმენტისას მომავალ დედებს დაალევინეს კაფსულა, რომელსაც სტაფილოს არომატი ჰქონდა. ამის შემდეგ მეცნიერები ჩვილების რეაქციას ოთხგანზომილებიანი ულტრაბგერითი აპარატითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით დააკვირდნენ. როგორც აღმოჩნდა, მუცლადმყოფ ბავშვებს სტაფილოს გემო მოეწონათ, მათი დადებითი რეაქცია კარგად გამოჩნდა ულტრაბგერით გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც ნასიამოვნები პატარა იღიმება.მომდევნო ეტაპზე ქალებს კომბოსტოს გემოიანი კაფსულები მისცეს, რაზეც ბავშვებმა საპირისპირო რეაქცია გამოავლინეს − ეს გემო არ მოეწონათ, რაც ასევე ჩანს ფოტოზე.აღინიშნება, რომ ეს პირველი კვლევაა, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვებზე ჩატარდა გემოებზე, სუნებზე, პროდუქტების ქიმიურ შემადგენლობაზე რეაქციების შესწავლის მიზნით. როგორც ავტორები აცხადებენ, კვლევის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ბავშვის მომავალი გემოვნების ჩამოყალიბებაზე შეიძლება დიდ გავლენას ახდენდეს დედის კვების რაციონი ორსულობის პერიოდში – იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში უკვე არჩევს, რომელი გემო მოსწონს და რომელი − არა. მეცნიერების თქმით, ამ საკითხს ისინი მომავალში შეისწავლიან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. მუცლად მყოფი ბავშვები საკვების გემოებს არჩევენ და შესაბამისად რეაგირებენ მათზე, აცხადებენ დარემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები.
მათი შესაბამისი ნაშრომი ჟურნალ
Sage Journals-შია გამოქვეყნებული.
მკვლევარები ამ დასკვნამდე ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 100 ორსული მონაწილეობდა. მათი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა, ფეხმძიმობის ვადა კი 32-დან 36 კვირამდე.
ექსპერიმენტისას მომავალ დედებს დაალევინეს კაფსულა, რომელსაც სტაფილოს არომატი ჰქონდა. ამის შემდეგ მეცნიერები ჩვილების რეაქციას ოთხგანზომილებიანი ულტრაბგერითი აპარატითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით დააკვირდნენ.
როგორც აღმოჩნდა, მუცლადმყოფ ბავშვებს სტაფილოს გემო მოეწონათ, მათი დადებითი რეაქცია კარგად გამოჩნდა ულტრაბგერით გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც ნასიამოვნები პატარა იღიმება.
მომდევნო ეტაპზე ქალებს კომბოსტოს გემოიანი კაფსულები მისცეს, რაზეც ბავშვებმა საპირისპირო რეაქცია გამოავლინეს − ეს გემო არ მოეწონათ, რაც ასევე ჩანს ფოტოზე.
აღინიშნება, რომ ეს პირველი კვლევაა, რომელიც მუცლადმყოფ ბავშვებზე ჩატარდა გემოებზე, სუნებზე, პროდუქტების ქიმიურ შემადგენლობაზე რეაქციების შესწავლის მიზნით.
„საოცარია, მაგრამ ბავშვებს დაბადებამდეც ნამდვილად შეუძლიათ საჭმლის გემოს გარჩევა. უფრო მეტიც, ყველა ბავშვის რეაქცია მსგავსი იყო: მათ მოსწონდათ სტაფილო, კომბოსტოს გემო კი არა. ჩვენი ვარაუდით, მუცლადმყოფი ჩვილები ასევე არჩევენ სუნებსაც. რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც დაბადების შემდეგ, მაგრამ რაღაცის შეგრძნება ნამდვილად შეუძლიათ“, − ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ბეიზა უსტუნი.
როგორც ავტორები აცხადებენ, კვლევის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ბავშვის მომავალი გემოვნების ჩამოყალიბებაზე შეიძლება დიდ გავლენას ახდენდეს დედის კვების რაციონი ორსულობის პერიოდში – იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში უკვე არჩევს, რომელი გემო მოსწონს და რომელი − არა. მეცნიერების თქმით, ამ საკითხს ისინი მომავალში შეისწავლიან.