https://sputnik-georgia.com/20220923/kvarcxelia-makedoniastan-matchis-win-komentars-aketebs-270716852.html
კვარაცხელია: დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ - მიზანი ევროპირველობაზე მოხვედრაა
კვარაცხელია: დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ - მიზანი ევროპირველობაზე მოხვედრაა
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელია როგორც საქართველოს ნაკრების, ისე იტალიური „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T18:35+0400
2022-09-23T18:35+0400
2022-09-23T22:21+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251705262_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_b3b5a27cf24ce3d4801107242c56d1b3.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში უნდა გაამართლოს გულშემატკივრების მოლოდინი და დაასრულოს დაწყებული საქმე, განაცხადა შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ.საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების C ჯგუფში დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, 26 სექტემბერს კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 7 ქულით მეორე პოზიციაზეა.როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, მისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა.„როდესაც ვიგებ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, დიდი ემოციები და სიხარული მეუფლება. ძალიან მიხარია, რადგან აქ მეგობრული, ოჯახური ატმოსფეროა. ამიტომაც არა მარტო მოედანზე, მოედნის მიღმაც ყველაფერი უნდა გავაკეთო ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა კვარაცხელიამ.ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც იტალიურ „ნაპოლიში“ წარმატებით ასპარეზობს, დიდი ხანია ქართველი და იტალიელი ქომაგის გული მოიგო. მასზე უკვე არაერთი საფეხბურთო ექსპერტი და ცნობილი ფეხბურთელი საუბრობს.იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ ქართველი ფეხბურთელი Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.რაც შეეხება მომავალ მატჩს, მასზე დასასწრები ბილეთები 24 საათში გაიყიდა. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება.უეფას მიმდინარე რეიტინგში საქართველო 38-ე ადგილზეა, ჩრდილოეთ მაკედონია 32-ე პოზიციას იკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0c/251705262_127:0:2858:2048_1920x0_80_0_0_be391d23014813093d357343788ef431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელია: დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ - მიზანი ევროპირველობაზე მოხვედრაა
18:35 23.09.2022 (განახლებულია: 22:21 23.09.2022) ხვიჩა კვარაცხელია როგორც საქართველოს ნაკრების, ისე იტალიური „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში უნდა გაამართლოს გულშემატკივრების მოლოდინი და დაასრულოს დაწყებული საქმე, განაცხადა შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების C ჯგუფში დღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, 26 სექტემბერს კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია 7 ქულით მეორე პოზიციაზეა.
„თითოეული ქართველის ოცნებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა ვის შევხვდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებს ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, მისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა.
„როდესაც ვიგებ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, დიდი ემოციები და სიხარული მეუფლება. ძალიან მიხარია, რადგან აქ მეგობრული, ოჯახური ატმოსფეროა. ამიტომაც არა მარტო მოედანზე, მოედნის მიღმაც ყველაფერი უნდა გავაკეთო ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც იტალიურ „ნაპოლიში“ წარმატებით ასპარეზობს, დიდი ხანია ქართველი და იტალიელი ქომაგის გული მოიგო. მასზე უკვე არაერთი საფეხბურთო ექსპერტი და ცნობილი ფეხბურთელი საუბრობს.
იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ ქართველი ფეხბურთელი Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
რაც შეეხება მომავალ მატჩს, მასზე დასასწრები ბილეთები 24 საათში გაიყიდა. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყება.
უეფას მიმდინარე რეიტინგში საქართველო 38-ე ადგილზეა, ჩრდილოეთ მაკედონია 32-ე პოზიციას იკავებს.