https://sputnik-georgia.com/20220923/avtomobilis-martva-nomrisa-da-registraciis-garese-jarimebi-ozrdeba-270721540.html
იზრდება ჯარიმები ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშე
იზრდება ჯარიმები ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშე
Sputnik საქართველო
შესწორებები ასევე ითვალისწინებს დაჯარიმებას განმეორებით დარღვევაზე. 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T21:13+0400
2022-09-23T21:13+0400
2022-09-23T22:58+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251897009_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_e2e79eda32dedc5aa3b0bf58b02a73bd.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი შესწორებების განხილვა, რომელიც ითვალისწინების სასჯელის გამკაცრებას ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშეკანონპროექტის მიხედვით, ჯარიმები ამ დარღვევებზე 100-დან 2 ათას ლარამდე იქნება. ამჟამად მოქმედი რედაქციით ჯარიმები მერყეობს 100-დან 500 ლარამდე.არ იცვლება მხოლოდ ჯარიმის ოდენობა სანომრე ნიშნის ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებისთვის – 100 ლარი.სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც არაა დარეგისტრირებული შესაბამისი წესების დაცვით, ჯარიმა იქნება 300 ლარი. სანომრე ნიშნის არარსებობის, დაფარული ან შეცვლილი სანომრე ნიშნის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2 ათასი ლარი.საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული>>ამდენივე ოდენობის იქნება ჯარიმა, თუ მძღოლი მართავს რეგისტრაციიდან მოხსნილ ავტომობილს.ამას გარდა, შესწორებები ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას განმეორებითი დარღვევის დროს. მისი ოდენობა 600-დან 2,5 ათას ლარამდე იქნება.კოდექსის მოქმედი რედაქციით, ავტომობილის მართვა უნომროდ ან საქარე მინაზე განთავსებით ისჯება 100 ლარის ოდენობის ჯარიმით, მანქანის მართვა რეგისტრაციის გარეშე – 250 ლარით, ხოლო დაფარული სანომრე ნიშნით – 500 ლარით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251897009_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_a8cb4dd1b55f64a4d4b7285bfa8cc624.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
იზრდება ჯარიმები ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშე
21:13 23.09.2022 (განახლებულია: 22:58 23.09.2022) შესწორებები ასევე ითვალისწინებს დაჯარიმებას განმეორებით დარღვევაზე.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი შესწორებების განხილვა, რომელიც ითვალისწინების სასჯელის გამკაცრებას ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშე
კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმები ამ დარღვევებზე 100-დან 2 ათას ლარამდე იქნება. ამჟამად მოქმედი რედაქციით ჯარიმები მერყეობს 100-დან 500 ლარამდე.
არ იცვლება მხოლოდ ჯარიმის ოდენობა სანომრე ნიშნის ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებისთვის – 100 ლარი.
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც არაა დარეგისტრირებული შესაბამისი წესების დაცვით, ჯარიმა იქნება 300 ლარი. სანომრე ნიშნის არარსებობის, დაფარული ან შეცვლილი სანომრე ნიშნის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2 ათასი ლარი.
ამდენივე ოდენობის იქნება ჯარიმა, თუ მძღოლი მართავს რეგისტრაციიდან მოხსნილ ავტომობილს.
ამას გარდა, შესწორებები ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას განმეორებითი დარღვევის დროს. მისი ოდენობა 600-დან 2,5 ათას ლარამდე იქნება.
კოდექსის მოქმედი რედაქციით, ავტომობილის მართვა უნომროდ ან საქარე მინაზე განთავსებით ისჯება 100 ლარის ოდენობის ჯარიმით, მანქანის მართვა რეგისტრაციის გარეშე – 250 ლარით, ხოლო დაფარული სანომრე ნიშნით – 500 ლარით.