ყველა წარმატებული რეფორმის უკან თბილისელების მხარდაჭერა დგას - კალაძე

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს გადაწყვეტილებების მიღებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, სხვადასხვა ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელი.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ყველა იმ რეფორმის უკან, რაც წარმატებით განვახორციელეთ დედაქალაქში, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა დგას. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებული გამოცდილება, გამოწვევები და სამომავლო ხედვები.
კალაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც მერიამ მუნიციპალურ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობის მიმართულებით გადადგა.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ დედაქალაქში, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დგას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერიის გუნდი სხვადასხვა პლატფორმის– სოციალური ქსელების ან პირდაპირი შეხვედრების გამოყენებით ითვალისწინებს მოსახლეობის რჩევებს, უსმენს თბილისელების შენიშვნებს, რადგან ყველაზე კარგად სწორედ ქალაქის მცხოვრებლებმა იციან პრობლემები და მათი რაიონის საჭიროებები.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით დედაქალაქის მერიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა – შექმნილია ელექტრონული პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი პროექტები და ხედვები.
გარდა ამისა, დედაქალაქის გამგეობებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
დღევანდელ კონფერენციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.
© Tbilisi City Hallკახა კალაძე
Каха Каладзе - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
კახა კალაძე
პროექტი ევროსაბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხორცილდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
კალაძის თქმით, თბილისისთვის, როგორც საქართველოს დედაქალაქისთვის, ძალზე საინტერესო, სასარგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს გამოცდილების გათვალისწინებით ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს, რათა ისინი საზოგადოებრივად მაქსიმალურად აქტიური იყვნენ.
კალაძის თქმით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია „წავახალისოთ ახალგაზრდები, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელები და უფრო აქტიური მონაწილენი გავხადოთ ისინი საზოგადოებრივ დებატებში“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0