მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პარლამენტმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დღე გააუქმა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ყაზახეთის სენატმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონს, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პირველი პრეზიდენტის დღე სახალხო დღესასწაულების სიიდან ამოირიცხა, იუწყება „ყაზინფორმი“.
ყაზახეთში პირველი პრეზიდენტის დღე 2012 წლიდან აღინიშნებოდა 1 დეკემბერს. ქვეყნის პირველი ლიდერი ნურსულთან ნაზარბაევი იყო, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა ხელმოსაწერად სახელმწიფოს მეთაურს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტოკაევი ხელს მოაწერს კანონს, პირველი პრეზიდენტის დღეს, ისევე, როგორც სახელმწიფო სიმბოლოების დღეს, მადლიერების დღესა და სხვებს მხოლოდ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი დღესასწაულების სტატუსი ექნება.
გარდა ამისა, ახალი კანონის მიხედვით, ეროვნულ დღესასწაულად ცხადდება რესპუბლიკის დღე, რომელიც 25 ოქტომბერს აღინიშნება, ხოლო დამოუკიდებლობის დღე (16 ოქტომბერი), რომელსაც აქამდე ეროვნული დღესასწაულის სტატუსი ჰქონდა, სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს.
მანამდე, გასულ კვირაში ყაზახეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რასაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმაც. ამ ცვლილებების თანახმად, ქვეყნის დედაქალაქს კვლავ ძველი სახელი – ასტანა დაუბრუნდა ნურ-სულთანის ნაცვლად. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო პრეზიდენტის არჩევის წესებსაც. ამიერიდან ყაზახეთის მოსახლეობა პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევს − განმეორებით არჩევის უფლების გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0