https://sputnik-georgia.com/20220922/yazaxeti-mobilizacia-rusetsi-270671322.html
ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას არ აუკრძალავს
ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას არ აუკრძალავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ყაზახეთს არ შეუძლია ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდოს რუსეთის მოქალაქეებს, განაცხადა ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ... 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T12:44+0400
2022-09-22T12:44+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249535412_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_453349744df2bafa6a862f577b676877.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ყაზახეთს არ შეუძლია ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდოს რუსეთის მოქალაქეებს, განაცხადა ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა.რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან სხვა სახელმწიფოებისკენ მიგრაციული ნაკადები გაიზარდა, მათ შორის, ყაზახეთის მიმართულებითაც.ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მისაღებად განმცხადებელს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეს.„თუ რომელიმე მოქალაქე ყაზახეთის სახელმწიფო ორგანოებს მიმართავს და ბინადრობის უფლებას მოითხოვს, არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა მოამზადოს. ამ დოკუმენტებს შორისაა პუნქტი, რომელიც იმ სახელმწიფოს თანხმობას ითვალისწინებს, საიდანაც ჩამოდის ადამიანი“, − აღნიშნა აშიმბაევმა.მისი განმარტებით, თუ სახელმწიფო ადამიანს მისი ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ მისცემს, მაგრამ ის რაღაც გზებით მაინც მოახერხებს ქვეყნის დატოვებას, ყაზახეთი ასეთ პირს ბინადრობის უფლებას ვერ მისცემს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249535412_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_d0a147b034cfe453012ed44fb199b468.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას არ აუკრძალავს
12:44 22.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ყაზახეთს არ შეუძლია ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეუზღუდოს რუსეთის მოქალაქეებს, განაცხადა ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან სხვა სახელმწიფოებისკენ მიგრაციული ნაკადები გაიზარდა, მათ შორის, ყაზახეთის მიმართულებითაც.
„თუ რუსეთის მოქალაქეებს ჩვენთან რაღაც საქმეებზე ჩამოსვლა, გარკვეული ხნით დარჩენა და მერე წასვლა სურთ, ამაში არანაირი კითხვა არ უნდა ჩნდებოდეს. ჩვენ მათ ვერ შევზღუდავთ“, − უთხრა აშიმბაევმა ჟურნალისტებს.
ამასთან, სპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მისაღებად განმცხადებელს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეს.
„თუ რომელიმე მოქალაქე ყაზახეთის სახელმწიფო ორგანოებს მიმართავს და ბინადრობის უფლებას მოითხოვს, არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა მოამზადოს. ამ დოკუმენტებს შორისაა პუნქტი, რომელიც იმ სახელმწიფოს თანხმობას ითვალისწინებს, საიდანაც ჩამოდის ადამიანი“, − აღნიშნა აშიმბაევმა.
მისი განმარტებით, თუ სახელმწიფო ადამიანს მისი ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ მისცემს, მაგრამ ის რაღაც გზებით მაინც მოახერხებს ქვეყნის დატოვებას, ყაზახეთი ასეთ პირს ბინადრობის უფლებას ვერ მისცემს.