ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება

© photo: Sputnik / Stringerმთის პეიზაჟი საავტომობილო გზიდან
მთის პეიზაჟი საავტომობილო გზიდან - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზა სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ის სამცხე-ჯავახეთს თურქეთთან აკავშირებს.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის 53-54 კმ მონაკვეთზე 22-23 სექტემბერს სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 53-54 კმ მონაკვეთზე დაგეგმილია ძველი პარაპეტების შეცვლა ახლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 22 და 23 სექტემბერს 07:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე პერიოდში სავალი ნაწილი ერთ სამოძრაო ზოლზე 15-20 წუთიანი ინტერვალებით შევიწროვდება.
ერთი პარაპეტის შეცვლის შემდეგ დაგროვილი საავტომობილო ნაკადის გასატარებლად საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
სამუშაოებს დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ჯავახავტოგზა" ახორციელებს.
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზით სატრანზიტო ტვირთბრუნვა ხორციელდება და მის გამართულად ფუნქციონირებას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0