https://sputnik-georgia.com/20220922/tocinosini-uaryofiti-balansi-sumo-270680538.html
სუმო: ტოჩინოშინის მე-8 მარცხი - ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება
სუმო: ტოჩინოშინის მე-8 მარცხი - ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება
Sputnik საქართველო
მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ ოთხჯერ გაიმარჯვა, ხოლო 8 ორთაბრძოლა დათმო. ქართველი სუმოისტი ხვალ მისთვის ნაცნობ მეტოქეს, ოკინოუმის გაეჯიბრება. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T18:13+0400
2022-09-22T18:13+0400
2022-09-22T21:37+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/08/249161877_0:276:3072:2004_1920x0_80_0_0_2b788fd3d30b5a1292810ff0d84b6cd8.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მერვედ დამარცხდა და ამით უარყოფითი ბალანსი გაინაღდა.34 წლის ტოჩინოშინი, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-12 დღეს იაპონელ ჰიდაროუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.ქართველმა სუმოისტმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა 22 წლის იაპონელმა საპასუხო იერიში განახორციელა და ტოჩინოშინი დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 8 მარცხია. მიუხედავად უკვე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსისა, ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი 3 შეხვედრის გამარჯვებაზე უნდა იფიქროს, რათა წოდებაში ნაკლებად დაქვეითდეს.ლევან გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელთანაც ქართველ სუმოისტს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვს. ქართველმა ოკინოუმისთან 11-ჯერ იმარჯვა, ხოლო 10-ჯერ დამარცხდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/08/249161877_170:257:2558:2048_1920x0_80_0_0_b3049d80e7e0677bef59dca694e456b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, იაპონია
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, იაპონია
სუმო: ტოჩინოშინის მე-8 მარცხი - ქართველი სუმოისტი უარყოფით ბალანსს ვეღარ გადაურჩება
18:13 22.09.2022 (განახლებულია: 21:37 22.09.2022) მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ ოთხჯერ გაიმარჯვა, ხოლო 8 ორთაბრძოლა დათმო. ქართველი სუმოისტი ხვალ მისთვის ნაცნობ მეტოქეს, ოკინოუმის გაეჯიბრება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მერვედ დამარცხდა და ამით უარყოფითი ბალანსი გაინაღდა.
34 წლის ტოჩინოშინი, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-12 დღეს იაპონელ ჰიდაროუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ქართველმა სუმოისტმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა 22 წლის იაპონელმა საპასუხო იერიში განახორციელა და ტოჩინოშინი დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.
მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ანგარიშზე 4 გამარჯვება და 8 მარცხია. მიუხედავად უკვე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსისა, ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი 3 შეხვედრის გამარჯვებაზე უნდა იფიქროს, რათა წოდებაში ნაკლებად დაქვეითდეს.
ლევან გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელთანაც ქართველ სუმოისტს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვს. ქართველმა ოკინოუმისთან 11-ჯერ იმარჯვა, ხოლო 10-ჯერ დამარცხდა.