https://sputnik-georgia.com/20220922/semosavlebis-samsaxuri-sabajo-gamsvebi-punqti-yazbegi-seuferxeblad-musaobs-270684985.html
შემოსავლების სამსახური: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს
შემოსავლების სამსახური: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T19:35+0400
2022-09-22T19:35+0400
2022-09-22T21:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960500_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4da5fb703cfd46c740c9636b183aec79.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სრული დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.დღეისათვის საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მოქმედებს ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი – „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“.როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბოლო ათი დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ 21 სექტემბრის საღამოდან საქართველო-რუსეთის საზღვარზე „საცობები“ შეიქმნა.გზა „ზემო ლარსის“ გავლით არის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი სომხეთიდან რუსეთში. მაისის დასაწყისიდან იქ ხშირია დიდი „საცობები“ იმის გამო, რომ შავ ზღვაზე ტვირთების გადაზიდვა გართულდა და ტვირთების ნაწილი (მათ შორის თურქულის) რუსეთში სახმელეთო გზით იგზავნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960500_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_35068b5d7a1ac2b48f2340d902838a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემოსავლების სამსახური: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს
19:35 22.09.2022 (განახლებულია: 21:56 22.09.2022) ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სრული დატვირთვით, შეუფერხებლად მუშაობს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
დღეისათვის საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მოქმედებს ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი – „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბოლო ათი დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ 21 სექტემბრის საღამოდან საქართველო-რუსეთის საზღვარზე „საცობები“ შეიქმნა.
გზა „ზემო ლარსის“ გავლით არის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი სომხეთიდან რუსეთში. მაისის დასაწყისიდან იქ ხშირია დიდი „საცობები“ იმის გამო, რომ შავ ზღვაზე ტვირთების გადაზიდვა გართულდა და ტვირთების ნაწილი (მათ შორის თურქულის) რუსეთში სახმელეთო გზით იგზავნება.