ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატების ვინაობა

© courtesy of Publishing House SABAპრემია "საბა"
პრემია საბა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. გაირკვა ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-20 კონკურსის ლაურეატების ვინაობა. ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ ორი გამარჯვებული გამოვლინდა – არჩილ ქიქოძე წიგნით „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ და ირმა ტაველიძე რომანით „ბნელ წყლებში“.
© Facebook / SABAპრემია საბა
Вручение грузинской литературной премии Саба 2018 во Франкфурте  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
პრემია საბა
„საბა 2022“-ის ლაურეატები არიან:
საუკეთესო პოეტური კრებული – ლელა სამნიაშვილი „ავირეკლოთ“;
საუკეთესო პროზაული კრებული – რატი რატიანი „მკვლელობა სადგურის უბანში“;
საუკეთესო პიესა – მანანა დოიაშვილი „მეცამეტე თვე“;
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემო რეხვიაშვილი „კურიერის ამბები“;
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ნუგეშა გაგნიძე „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“;
საუკეთესო ესესიტიკა და დოკუმენტური პროზა – ლანა ღოღობერიძე „ვისთვის გალობს შაშვი“;
საუკეთესო ქართული თარგმანი – კატია ვოლტერსი და ოლგა ტოკარჩუკი „წიგნები იაკობისა, ანუ დიდი მოგზაურობა“;
„საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ – დავით ჯიშკარიანი „ბუები და ტყავის ჩექმა“ და რუსუდან გორგილაძე „დიქტატურის გემო“;
პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კი გადაეცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალ „არილს“.
„საბა“ უკვე წლებია ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. პრემიაზე განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა.
ყველა ახალი ამბავი
0