https://sputnik-georgia.com/20220922/rusetis-moqalaqes-10-wlit-patimroba-sheeparda-270682958.html
რუსეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
რუსეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სასამართლომ მსჯავრდებულის თბილისში არსებული ბინის, სამი ავტოფარეხის, ავტომანქანების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T18:25+0400
2022-09-22T18:25+0400
2022-09-22T21:39+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
რუსეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე გადასახადებისგან თავის არიდებაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამასთან დამატებითი სასჯელის სახით მას 200 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაარეგისტრირა ვებ-გვერდი, სადაც ადამიანებს სთავაზობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობისა და მართვის მოწმობების აღებაში დახმარებას. აღნიშნული სქემით მან 250 ათასი დოლარი მიისაკუთრა, რის შემდეგაც თანხა ბანკის მეშვეობით ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით გაათეთრა.სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და არ გადაიხადა 380 ათასი ლარის ოდენობის გადასახადი.გარდა სასჯელის ვადისა, სასამართლომ მსჯავრდებულის თბილისში არსებული ბინის, სამი ავტოფარეხის, ავტომანქანების SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და 77 ათასი ლარის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.ამასთან, სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა და თითოეული 200 ათასი ლარით დააჯარიმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, რუსეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა
18:25 22.09.2022 (განახლებულია: 21:39 22.09.2022) სასამართლომ მსჯავრდებულის თბილისში არსებული ბინის, სამი ავტოფარეხის, ავტომანქანების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე გადასახადებისგან თავის არიდებაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამასთან დამატებითი სასჯელის სახით მას 200 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაარეგისტრირა ვებ-გვერდი, სადაც ადამიანებს სთავაზობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობისა და მართვის მოწმობების აღებაში დახმარებას. აღნიშნული სქემით მან 250 ათასი დოლარი მიისაკუთრა, რის შემდეგაც თანხა ბანკის მეშვეობით ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით გაათეთრა.
სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქემ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და არ გადაიხადა 380 ათასი ლარის ოდენობის გადასახადი.
გარდა სასჯელის ვადისა, სასამართლომ მსჯავრდებულის თბილისში არსებული ბინის, სამი ავტოფარეხის, ავტომანქანების SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და 77 ათასი ლარის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა და თითოეული 200 ათასი ლარით დააჯარიმა.