რატომ არ ვიხდით 40 წლის იუბილეს? ოთხი ახსნა

© Pixabay / Pumpa4640 წლის იუბილე
40 წლის იუბილე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენშიც, დამკვიდრებულია ტრადიცია, რომ 40 წლის იუბილეს მოკრძალებულად უნდა შევხვდეთ − საზეიმო წვეულებისა და სტუმრების გარეშე.
ეს რწმენა იმდენად ფეხმოკიდებულია, რომ ზოგიერთი საჩუქარსაც არ იღებს და მილოცვის მოსმენაც კი არ სურს.
გადაიხდის თუ არა დაბადების დღეს, როდესაც 40 წელი შეუსრულდება − ეს თითოეული ადამიანის ნებაა. მაგრამ მათ გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ, თურმე, ამ უცნაურ ცრურწმენას ოთხი ძირითადი საფუძველი ჰქონია. ესენია:

ბიბლიური ისტორია

ბიბლიაში მრავალჯერ არის ნახსენები რიცხვი 40 და უმრავლესად არადადებით კონტექსტში. აი, რამდენიმე მაგალითი:
ეშმაკი იესო ქრისტეს 40 დღის განმავლობაში აცდუნებდა;
წარღვნა, რომელშიც მხოლოდ ნოეს კიდობანი გადარჩა, 40 დღე-ღამე გაგრძელდა;
მოსეს ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი დაჰყავდა.
არის კიდევ სხვა მაგალითები, როდესაც 40 ნეგატიური აზრით არის ნახსენები.

მფარველ ანგელოზთან განშორება

ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ ადამიანი თავის მფარველ ანგელოზს სწორედ 40 წლის ასაკში ემშვიდობება. როგორც მიჩნეულია, ამ დროისათვის ადამიანს, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკვე შეძენილი აქვს გარკვეული სიბრძნე. აქედან გამომდინარე, ამ მოვლენას არა ზეიმითა და წვეულებით უნდა შევხვდეთ, არამედ თვითსრულყოფაზე ფიქრში უნდა გავატაროთ.

ეზოტერიკული ახსნა

ეზოტერიკოსები 40 წლის იუბილეს აღნიშვნის აკრძალვას იმით ხსნიან, რომ ბანქო ტაროში ეს რიცხვი სიკვდილს ნიშნავს.
აღმოსავლურ ტრადიციებში ციფრი 4 ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასასრულს აღნიშნავს. მაგალითად, იაპონიაში არ აღნიშნავენ არცერთ დაბადების დღეს, რომელშიც ციფრი ოთხია.

პლანეტების გავლენა

ბევრი ასტროლოგი 40 წელს კრიზისულად მიიჩნევს, რადგან 39-დან 43 წლამდე ასაკი პლანეტა ურანის საკმაოდ მძიმე გავლენით მიმდინარეობს. ის ამ დროს თავისი თავისადმი დაპირისპირებული ხდება ნატალურ რუკაზე. ურანის ამგვარი მდგომარეობა ცხოვრებაში მოულოდნელ და სერიოზულ ცვლილებებს იწვევს – სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლიდან დაწყებული, ფასეულობათა და ღირებულებათა სერიოზული გადაფასებით, ფინანსური კრიზისითა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით დამთავრებული.
დაბოლოს: ირწმუნებთ ამას თუ არა – თქვენი საქმეა, მაგრამ ერთიცაა – რისი ეჭვი და შიშიც აქვს ადამიანს, რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობს, სწორედ ის ხდება ხშირად მის ცხოვრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0