საქართველოდან უცხოეთში გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა
09:46 22.09.2022 (განახლებულია: 15:32 22.09.2022)
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველოდან უცხოეთში გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
გამოწერა
ხელოვნების მუზეუმიდან და ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმებისთვის მათი დაბრუნება ერთი წლის წინ დაიწყო.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთვის 90-იან წლებში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ექვსი ფერწერული ტილოდან ხუთი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ხუთი ფერწერული ტილო, რომლებიც 1993 წელს საელჩოს დროებით გადაეცა: ლევან ლაღიძის „პეიზაჟი"; ზაზა ბერძენიშვილის „კომპოზიცია"; გელა მანჯავიძის „მაგიდის ქვეშ"; თამაზ კაკაბაძის „თეთრი სახლი" და ზაურ გოლავას „ქალი ყვავილებით".
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა

კულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
სამინისტროს ცნობით, ბელგიიდან კიდევ ერთი ტილო დაბრუნდა, მაგრამ ის სამუზეუმო ექსპერტების მიერ შესწავლის შემდეგ არ აღმოჩნდა ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ქალი", რომელიც 90-იან წლებში საელჩოს დროებით გადასცეს. ამ მეექვსე ტილოს საკითხს დამატებით შეისწავლის კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა

კულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლებში) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება 2021 წლის აპრილში დაიწყო.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა

კულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს მიერ მოძიებული 12 ფერწერული ტილო.
ასევე 2021 წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა

კულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
გარდა ამისა, 2021 წლის ნოემბერში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა

კულტურის სამინისტრომ სამშობლოში ხუთი ფერწერული ტილო დააბრუნა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
მიმდინარე წლის აპრილში ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან ოთხი ექსპონატი, 11 კი დაკარგულად მიიჩნევა.
ასევე საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან 1999 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი ორი ფერწერული ტილო დაბრუნდა.