მეცის საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა

© courtesy of Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ბასილაშვილმა მეცის ტურნირის პირველი ეტაპი მეტოქე ჩოგბურთელის ტრავმის წყალობით დაძლია.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მერვედფინალში მასპინძელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 27 წლის ფრანგი არტურ რინდერკნეხი იქნება, რომელიც ATP-ს მიმდინარე რეიტინგში მე-60 ადგილს იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში ამჟამად 36-ე პოზიციაზეა. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცში მიმდინარე ტურნირის პირველ ეტაპზე ახალგაზრდა ბელგიელ ზიზუ ბერგს დაუპირისპირდა. ბელგიელი ჩოგბურთელი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მეორე სეტის გათამაშების დროს მან ტრავმა მიიღო და შეჯიბრებას გამოეთიშა. შესაბამისად, მერვედფინალური ეტაპის საგზური ქართველ სპორტსმენს დარჩა.
თავის მხრივ, არტურ რინდერკნეხმა პირველ წრეში ესპანელი ხაუმე მუნარი სამ სეტში ანგარიშით 6:2, 2:6, 7:5 დაამარცხა. ბასილაშვილისა და რინდერკნეხს შორის გამარჯვებული მეოთხედფინალში პოლონელ უბერტ ჰურკაჩსა და ავსტრიელ დომინიკ ტიმს შორის უკეთესს გაეჯიბრება.
ყველა ახალი ამბავი
0