ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად და ენიჭება არაუმეტეს ორ პირს, თითოეულს 10 ათასი ლარის ოდენობით.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დამტკიცდა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9-კაციანი შემადგენლობა. კომისიის შემადგენლობაში მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან. მას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.
კომისიამ პირველი სხდომა ორბელიანების სასახლეში გამართა, სადაც, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, საკონკურსო პირობები დაადგინა და კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად და ენიჭება არაუმეტეს ორ პირს, თითოეულს 10 ათასი ლარის ოდენობით.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0