კახეთში 140 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
კახეთის რეგიონში მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 141 მლნ ლარს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან 75 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 58 ათას ტონამდე „საფერავი“, 4 ათას ტონამდე „კახური მწვანე“. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რაიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას კილოგრამზე 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0