https://sputnik-georgia.com/20220922/irakli-zarqua-nacionalur-mozraobas-akritikebs-270692477.html
„ბალაგანი და ცემა-ტყეპა": მმართველი პარტიის დეპუტატი მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე
„ბალაგანი და ცემა-ტყეპა": მმართველი პარტიის დეპუტატი მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებამ თანაპარტიელების კრიტიკაც დაიმსახურა. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T20:24+0400
2022-09-22T20:24+0400
2022-09-22T22:47+0400
საქართველო
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_33fa19757028b9161dfbb9a0e8c0034d.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული შიდა დაპირისპირებაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ოპოზიციისგან, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.მისი თქმით, სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე დღის წინ „ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები“ იყო.„ახლა, როდესაც ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, იგი (კეზერაშვილი) მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც მათი შიდა სამზარეულოა. საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ზარქუამ.მელიას განცხადება მისი თანამოაზრეებისთვისაც უცნაური აღმოჩნდა.„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, მთელი ქვეყნის და არა მარტო ოპოზიციის, ამ ქვეყნის ყველა პატრიოტის პრობლემაა ის ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპას... ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.„კმაყოფილი ვარ" - კობახიძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე>>>ხელისუფლების მთავარი ოპონენტები ივანიშვილს საქართველოში ერთადერთ ოლიგარქს უწოდებენ და მის მიმართ საერთაშორისო სანქციების გატარებას მოითხოვენ. მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აცხადებენ, რომ მან პოლიტიკა ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში დატოვა.ამავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოლიგარქებად მოიხსენიებენ ოპოზიციონერებს – პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს, რომელზეც შიდასახელმწფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.„ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით სერიოზული დაპირისპირების თაობაზე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააპროტესტა. კეზერაშვილმა კი, თავის მხრივ, მელიას მიანიშნა, რომ იგი მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა პარტიის.კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი ცდილობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. მან არასწორი უწოდა მელიას განცხადებას და აღნიშნა, რომ „გულწრფელად წუხს“. ამასთან, მან კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი უწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058975_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_b6370acc8de39cf2d848ea858e5e00ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
„ბალაგანი და ცემა-ტყეპა": მმართველი პარტიის დეპუტატი მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე
20:24 22.09.2022 (განახლებულია: 22:47 22.09.2022) „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებამ თანაპარტიელების კრიტიკაც დაიმსახურა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული შიდა დაპირისპირებაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ოპოზიციისგან, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
„ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე ხოტბას ასხამდნენ კეზერაშვილს, თითქოს ის იყო მხსნელი და დემოკრატიის შუქურა. გუშინ კი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე მასთან სიახლოვე მიუღებელია და ეს არის რეგრესი და ანტიდასავლური პროცესი. ისინი ვერ ჩამოყალიბდნენ, არ იციან რა გააკეთონ“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე დღის წინ „ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები“ იყო.
„ახლა, როდესაც ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, იგი (კეზერაშვილი) მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც მათი შიდა სამზარეულოა. საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ზარქუამ.
მელიას განცხადება მისი თანამოაზრეებისთვისაც უცნაური აღმოჩნდა.
„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, მთელი ქვეყნის და არა მარტო ოპოზიციის, ამ ქვეყნის ყველა პატრიოტის პრობლემაა ის ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპას... ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
ხელისუფლების მთავარი ოპონენტები ივანიშვილს საქართველოში ერთადერთ ოლიგარქს უწოდებენ და მის მიმართ საერთაშორისო სანქციების გატარებას მოითხოვენ. მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აცხადებენ, რომ მან პოლიტიკა ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში დატოვა.
ამავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოლიგარქებად მოიხსენიებენ ოპოზიციონერებს – პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს, რომელზეც შიდასახელმწფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.
„ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით სერიოზული დაპირისპირების თაობაზე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააპროტესტა. კეზერაშვილმა კი, თავის მხრივ, მელიას მიანიშნა, რომ იგი მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა პარტიის.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი ცდილობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.
ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. მან არასწორი უწოდა მელიას განცხადებას და აღნიშნა, რომ „გულწრფელად წუხს“. ამასთან, მან კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი უწოდა.