ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-ლარიანი კუპიურებია

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaყალბი კუპიურები
ყალბი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
მამაკაცი ყალბ კუპიურებს საცხოვრებელ სახლში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ამზადებდა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მატერიალური სარგებლის მოპოვების მიზნით თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ყალბ 100-ლარიან კუპიურებს ამზადებდა.
უწყების ცნობით, თბილისში დადგენილია არაერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც ბრალდებული ყალბ კუპიურებს ასაღებდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 800 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, ასევე ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.
გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0