ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

© photo: Sputnikევროპის მოედანი თბილისში
ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაწესებული ეს შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
„აღნიშნულ პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.
წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება. შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0