23 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე - ბუნიობა

© Pixabay / mohamed_hassanმედიტაცია
მედიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ასეთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ დღეს, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, საჭიროა ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი.
ასტროლოგები 23 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 23 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე-ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 23 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2023 წლის მარტში დადგება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობა დგება, ამ დღეს სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის ბუნიობას აღნიშნავენ.
ამ დღეს მზე სასწორის ნიშანშია. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.
ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.
23 სექტემბერს დღეღამტოლობის პიკი თბილისის დროით 05:03 საათზე დადგება.
დღეღამტოლობის დღეს არ შეიძლება:
ჩხუბი, კამათი
მძიმე ფიზიკური შრომა
გინება
საჭმლის ნარჩენის გადაყრა
ვალის გაცემა
დღეღამტოლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა ახალ საქმეებზე უარის თქმა. ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე არასასურველია ახალი საქმის დაწყება.

ტრადიციულად, შემოდგომის ბუნიობის დღეს იღებენ შხაპს, რათა დაგროვებული ნეგატივი სხეულიდან ჩამოიბანონ. ამ დღეს შეიძლება მარილის თამამად შეზელა – ეს გათვალვისა და ჯადოსგან დაგიხსნით, განიწმინდებით სულიერად და განახლებული ენერგეტიკით დაიწყებთ ცხოვრების ახალ ფურცელს.

შემოდგმის ბუნიობა გულწრფელი პატიებისა და მონანიების დღეა. ამ დროს ივიწყებენ უთანხმოებებს, ჩხუბს, არ ფიქრობენ ნეგატივზე, რათა თავს უბედურება არ დაიტეხონ, ეხმარებიან ყველას, ვინც დახმარებას ითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0