კვლავ სეტის მოგების გარეშე - ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში ფრანგ არტურ რინდერკნეხთან ორ სეტში ანგარიშით 6:7, 3:6 დამარცხდა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელის წარუმატებელი სერია გრძელდება, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო ტურნირზე მერვედფინალში დამარცხდა.
30 წლის ბასილაშვილი Moselle Open-ზე მერვედფინალში მასპინძელ არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 6:7 (11:13), 3:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელმა ბევრი შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ კი შედეგი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. ნიკოლოზ ბასილაშვილს სეტის მოგების შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა ტაი-ბრეიკზე რინდერკნეხმა ანგარიშით 13:11 იმარჯვა და დაწინაურდა.
მეორე სეტში ფრანგმა ჩოგბურთელმა თავისი ყველა ჩაწოდება მოიგო, ბასილაშვილი კი ერთხელ დაბრეიქდა, რამაც საბოლოო შედეგის ბედი გადაწყვიტა.
ბასილაშვილს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი აქვს, ერთი გამარჯვება კი მეტოქის ტრავმის ხარჯზე გაიფორმა. მეცის ტურნირის პირველ წრეში ბელგიელმა ზიზუ ბერგსმა წელი იტკინა და ქართველთან მატჩი ვერ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშილმა ერთი სეტის მოგებაც კი ვერ მოახერხა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილს 1.210 ქულა აქვს და 36-ე ადგილზე იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0