რა საკითხები განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმოს ხელმძღვანელმა?

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილისა და ტედროს ადანომ გებრეიესუსის შეხვედრა
ზურაბ აზარაშვილისა და ტედროს ადანომ გებრეიესუსის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის საკითხი, მისი შედეგები და მოლოდინები განიხილა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელ ტედროს ადანომ გებრეისუსთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. აზარაშვილმა მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის მეგობართა ჯგუფის მესამე ყოველწლიურ მინისტერიალში.
© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
Министр здравоохранения Грузии Зураб Азарашвили на встрече с главой ВОЗ  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
ვიზიტის ფარგლებში აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ტედროს ადანომ გებრეისუსთან და ტაილანდის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დონ პრამუდვინაისთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.
როგორც ჯანმოს ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აზარაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსმა მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, ენდემურ ვირუსად იქცა და ის დარჩება პოპულაციაში ისევე, როგორც სეზონური გრიპი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0