https://sputnik-georgia.com/20220922/areuloba-iransi-270669870.html
ირანული პროტესტის მეხუთე დღე: მსხვერპლის რაოდენობა იზრდება - ვიდეო
ირანული პროტესტის მეხუთე დღე: მსხვერპლის რაოდენობა იზრდება - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ირანში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, იზრდება შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობა... 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T12:07+0400
2022-09-22T12:07+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ირანი
პოლიტიკა
საპროტესტო აქციები ირანში
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251437925_0:201:2929:1848_1920x0_80_0_0_0e7c4335764db62ea925613c71fa8673.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ირანში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, იზრდება შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობა, სოციალურ ქსელებს კი ახალი შეზღუდვები დაუწესდა, იუწყება სააგენტო Reuters.ირანში პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ქვეყნის მორალისა და ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი ცემით მოკლა „ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო“. ხალხმრავალ მიტინგებზე ირანელი ქალები ამინისადმი სოლიდარობის ნიშნად საჯაროდ იხსნიან ჩადრებსა და ჰიჯაბებს და კოცონზე წვავენ. ირანის ხელისუფლების ცნობით, 21 სექტემბრის დემონტრაციისას სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw კი ირწმუნება, რომ პოლიციამ შვიდი მომიტინგე მოკლა პროვინცია ქურთისტანში, სადაც არეულობა განსაკუთრებით ინტენსიურია.ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალოვნებს მომიტინგეების სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.ცნობილი ხდება, რომ 21 სექტემბერს ირანში იმ ორ სოციალურ ქსელზეც შეიზღუდა წვდომა, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდა. ესენია „ინსტაგრამი“ და WhatsApp. მანამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიბლოკა TikTok, YouTube, Twitter და „ფეისბუქი“. გარდა ამისა, ქურთისტანის ზოგ ნაწილში ინტერნეტი სრულადაა გამორთული, ხოლო თეირანსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში შეფერხებით მუშაობს.
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251437925_98:0:2829:2048_1920x0_80_0_0_8bd4ab83bc32e03f2a6e9718378b6cf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირანი , პოლიტიკა, საპროტესტო აქციები ირანში, მსოფლიოს ახალი ამბები
ირანი , პოლიტიკა, საპროტესტო აქციები ირანში, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ირანში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, იზრდება შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობა, სოციალურ ქსელებს კი ახალი შეზღუდვები დაუწესდა, იუწყება სააგენტო Reuters.
ირანში პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ქვეყნის მორალისა და ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი ცემით მოკლა „ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო“. ხალხმრავალ მიტინგებზე ირანელი ქალები ამინისადმი სოლიდარობის ნიშნად საჯაროდ იხსნიან ჩადრებსა და ჰიჯაბებს და კოცონზე წვავენ.
ირანის ხელისუფლების ცნობით, 21 სექტემბრის დემონტრაციისას სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw კი ირწმუნება, რომ პოლიციამ შვიდი მომიტინგე მოკლა პროვინცია ქურთისტანში, სადაც არეულობა განსაკუთრებით ინტენსიურია.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალოვნებს მომიტინგეების სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ცნობილი ხდება, რომ 21 სექტემბერს ირანში იმ ორ სოციალურ ქსელზეც შეიზღუდა წვდომა, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდა. ესენია „ინსტაგრამი“ და WhatsApp. მანამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიბლოკა TikTok, YouTube, Twitter და „ფეისბუქი“.
გარდა ამისა, ქურთისტანის ზოგ ნაწილში ინტერნეტი სრულადაა გამორთული, ხოლო თეირანსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში შეფერხებით მუშაობს.