საქართველოში Tbilisi Photo Festival 2022 გაიმართება

© courtesy of Tbilisi Photography & Multimedia MuseumTbilisi Photography & Multimedia Museum
Tbilisi Photography & Multimedia Museum - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
თბილისის ფოტოფესტივალი საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი ფოტოფესტივალის Les Rencontres d'Arles ორგანიზატორებთან პარტნიორობით.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის რიგით მე-13 ფოტოფესტივალი (Tbilisi Photo Festival) საქართველოს დედაქალაქში 23 სექტემბრიდან 21 დეკემბრის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, უკრაინელი, ყირგიზი, ირანელი, ბანგლადეშელი, ტაილანდელი, თურქი და ინდოელი ფოტოგრაფები.
წელს ფესტივალის პროგრამის ცენტრალური ნაწილი ორ გამოფენას აერთიანებს. ერთი არის პოლონელი ფოტოგრაფის იუსტინა მელნიკევიჩის დოკუმენტური ფოტოპროექტი „ნაპირებს შორის მიედინება უკრაინა", რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უკრაინის სიღრმისეულ კვლევას 2014 წლიდან დღემდე.
მეორე არის უკრაინელი მხატვრების ანდრი და ლია დოსტლიევების კონცეპტუალური ფოტოპროექტი „ნაომარი იარების დაამება“. ეს არის ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (2016-2021 წლებში) მიმდინარე პერფორმანსის დოკუმენტაცია, რომელიც ომის ტრავმების გააზრებისა და დაამების მცდელობაა.
ფოტოფესტივალის ორივე ცენტრალური გამოფენა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიმართება. ორივე ექსპოზიციის გახსნას თავად პროექტების ავტორები დაესწრებიან.
თბილისის ფოტოფესტივალის 2022 წლის გამოშვება პოსტპანდემიურ ფორმატზეა მორგებული და სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გამართულ ღონისძიებებს გააერთიანებს – გამოფენების გარდა, პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციების, ჩვენებებისა და დისკუსიების სერიას, ასევე ფოტოკატალოგების გამოფენას.
ფესტივალის პროგრამა:
23 სექტემბერი
19:00 – „ნაპირებს შორის მიედინება უკრაინა“
იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS ფოტოგამოფენა;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
26 სექტემბერი
19:00 – „და ხელოვნება ამაო გახდა?" პანელ-დისკუსია & სკრინინგი
იუსტინა მიელნიკევიჩთან/MAPS, ანდრი და ლია დოსტლიევებთან ერთად;
მოდერატორი რეჟის ჟენტე - ფრანგი ჟურნალისტი, წიგნის „ვოლოდიმირ ზელენსკი: გმირის გონებაში“ თანაავტორი;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
28 სექტემბერი
18:00 – „ჰოლანდიური ფოტოწიგნები: სრულყოფილებასა და ინოვაციას შორის”
ფოტოწიგნების გამოფენა/ინსტალაცია, რომელიც აერთიანებს წამყანი ჰოლანდიელი ფოტოწიგნების გამომცემლების წიგნების სელქციას აერთიანებს.
19:00 – „თბილისის ფოტო ფესტივალი X პრინც კლაუსის ფონდი“
ვიდეოინსტალაცია & პანელ-დისკუსია. პროგრამის მონაწილეები:
გულარ აბასოვა (აზერბაიჯანი), კრისტინა არუთუნოვა (სომხეთი), დიპტი ასთანა (ინდოიეთი), ანა გაბისიანი (საქართველო) , მარიამ გიუნაშვილი (საქართველო), ირა ლუპუ (უკრაინა), სონა მნაცაკანიანი (სომხეთი), ატეფე მოენი (ირანი), ირინა უნრუჰი (ყირგიზეთი), შარინტონ რაჩურუტჩატა (ტაილანდი) , ფარვანა რაჰიმოვა (აზერბაიჯანი), მარია ჟი (რუსეთი), ოზგე სებზეცი (თურქეთი), კრისტინა სერგეევა (რუსეთი), დეა ხიზანიშვილი (საქართველო), ჩინგრიმი შიმრაი (ინდოეთი), ტაჰია ფარინ ჰაქ (ბანგლადეში);
მოწვეული სპიკერები: ფოტოგრაფები ანა გაბისონია, მარიამ გიუნაშვილი, დეა ხიზანიშვილი და პროგრამის მენტორი იუსტინა მელნიკევიჩი.
მოდერატორი: ანა გაბელაია – TPF-ისა და TPMM-ის სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
29 სექტემბერი
19.00 – „თბილისის ფოტოფესტივალი X პრინც კლაუსის ფონდი. Network Partnership for Regional Female Artists 2020-2022“;
სკრინინგი& პანელ-დისკუსია. მონაწილეები: ფოტოგრაფები ანა გაბისონია, მარიამ გიუნაშვილი, დეა ხიზანიშვილი და პროგრამის მენტორი იუსტინა მელნიკევიჩი.
მოდერატორია: ანა გაბელაია – TPF-ისა და TPMM-ის სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
6 ოქტომბერი
„სხეული სხეულის პირისპირ:
არქიტექტურა, როგორც ფიზიკური და ვიზუალური გამოცდილება“
საჯარო ლექცია& სკრინინგი;
სპიკერი: მარკ ბარანი - ფრანგი არქიტექტორი, საფრანგეთისAcadémie des Beaux Arts-ის წევრი;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
30 ნოემბერი
„მდიდრები& ღარიბები“ - ჯიმ გოლდბერგი/Magnum Photosფოტოგამოფენა;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
21 დეკემბერი
„ხეობის ხმები"- სარეზიდენციო პროგრამა Magic Carpets 2022-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პეზენტაცია. მონაწილეები: ნატა სოფრომაძე, ბენ უილერი.
პანელ-დისკუსია, სკრინინგი, მუსიკა;
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო „სტამბა“, კოსტავას ქუჩა № 14.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს
ყველა ახალი ამბავი
0