ოთხი სახიფათო სიმპტომი: როგორ მივხვდეთ, რომ ორგანიზმი სტრესის ჰორმონს ჭარბად გამოიმუშავებს

© Pixabay / geraltსტრესი
სტრესი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. კორტიზოლი არის სტეროიდული ჰორმონი, რომელიც ბევრ ფუნქციას ასრულებს ორგანიზმში, თუმცა მისი უმთავრესი დანიშნულება ორგანიზმის საკმარისი ენერგიით მომარაგებაა რთულ ვითარებაში, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, კორტიზოლი, რომელიც ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის დროს გამომუშავდება, აუცილებელია ორგანიზმისთვის, რათა ადამიანმა სტრესის გადატანა შეძლოს. საქმე ისაა, რომ მძიმე სიტუაციებში კორტიზოლი ჩვენი ორგანიზმის იმ სისტემებს, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი არ არის, უბრალოდ „უთიშავს“ ენერგიის მოხმარებას.
მაგრამ როდესაც ორგანიზმი ამ ჰორმონს ერთბაშად ძალიან დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს, პრობლემები იჩენს თავს. ამას მედიკოსები ჰიპერკორტიციზმს უწოდებენ, რასაც თან არა მხოლოდ ახლავს უსიამოვნო სიმპტომები, არამედ დიდი ხნითაც აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ექიმების თქმით, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც სტრესის ჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებაზე მეტყველებს. ესენია:
1.
გადაღლილობა − კორტიზოლი ორგანიზმის მუშაობის უნარიანობასაც ზრდის და ასევე ტონუსს აძლევს მას სტრესის მომენტში. როდესაც ის მოკლე პერიოდის განმავლობაში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით, ეს ორგანიზმს ეხმარება. მაგრამ თუ აქტიური გამომუშავება დიდი ხნით გაგრძელდა, შემდგომში ის მძიმე ტვირთად იქცევა ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმი გადაიღლება გამუდმებით ზღვარზე ყოფნით, გაჩნდება კუნთების სისუსტე, მუდმივი ფიზიკური გადაღლის განცდა.
2.
სისხლის მაღალი წნევა − ჭარბი რაოდენობით კორტიზოლს ორგანიზმი „საბრძოლო მზადყოფნაში“ მოჰყავს, ზრდის გულისცემის სიხშირეს, რის გამოც არტერიული წნევა იმატებს.
3.
წონის მატება − სტრესულ პერიოდში ადამიანები ხშირად იმატებენ წონაში, მაშინაც კი, თუ ისინი ცოტას ჭამენ. საქმე ისაა, რომ სტრესის ჰორმონები ორგანიზმს უგზავნის სიგნალს, რომ მოემზადოს ცუდი პერიოდისთვის. შედეგად, ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ვინაიდან ორგანიზმი ენერგიის დაზოგვას ცდილობს რეზერვის სახით.
4.
კანის პრობლემები − როდესაც ორგანიზმში კორტიზოლის დონე იმატებს, ამ ჰორმონის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე სისხლძარღვებს ზიანი ადგება. მათი სპაზმების, გადაჭარბებული დაძაბულობისა და დაზიანების შედეგად ჩნდება სისხლჩაქცევები, ასევე უარესდება ჭრილობების შეხორცება.
ყველა ახალი ამბავი
0