შიდა ტურიზმი: რამდენი დახარჯა საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე

© Ajara Tourism Departmentკაპნისთავის კანიონი
კაპნისთავის კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე თვეში 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების საშუალო ყოველთვიური ხარჯები ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე ტურისტის სახით 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 208,7 მლნ ლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა თვეში საშუალოდ განახორციელეს 1,1 მლნ ვიზიტი ქვეყნის შიგნით, რაც 8%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, 714,2 ათასი ყოველთვიური ვიზიტი იყო ტურისტული, რაც 6,1%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.
საქართველოში მოგზაური ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 31-70 წლისაა. 2022 წლის ზაფხულის მთავარი მიმართულებაა თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი ერთად, მესამეზე – ქვემო ქართლი.
მგზავრობის ძირითადი მიზნები იყო ვიზიტები ნათესავებთან და მეგობრებთან, აგარაკზე ან შოპინგი. ხარჯები ძირითადად უკავშირდება ტრანსპორტს, კვებასა და საყიდლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0