მოსაზრება: რეფერენდუმები რუსეთთან შეერთებაზე - დასავლეთმა მოსკოვის მთავარი იარაღი დაივიწყა

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
გუშინ საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან სასწრაფო სატელეფონო საუბარი მოითხოვა და უარი მიიღო. თავად ემანუელ მაკრონის სიტყვებით, მას რუსეთის პრეზიდენტთან უახლოეს დღეებში გასაუბრების იმედი აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკი კი თურქეთის ლიდერს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს ესაუბრა. რუსეთი უკომპრომისოდ გააკრიტიკეს და ახალი სანქციების დაწესების პირობა დადეს ჟოზეპ ბორელმა, ოლაფ შოლცმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნატომ და სხვებმა. აურზაურის მიზეზი გასაგებია – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში რეფერენდუმების ორგანიზება რუსეთთან მიერთების საკითხზე.
ეს თემა ოთხივე რეგიონის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში ორშაბათს იყო ინიცირებული, გუშინ კი ჩატარდა ფორმალური პროცედურები აუცილებელი გადაწყვეტილებების გასაფორმებლად. ყველაზე მომაკვდინებელი ინფორმაცია აღმოჩნდა პლებისციტების ჩატარების თარიღი – 23-27 სექტემბერი.
რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა, თავის მხრივ, გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ყოფილი უკრაინული რეგიონების ინიციატივას. რეფერენდუმს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა. რუსეთის ცესკო ემზადება დაეხმაროს კენჭისყრის ორგანიზებაში ამ ტერიტორიებიდან წამოსულებს, ასევე გაგზავნოს დამკვირვებლები რეგიონებში.
საკმარისია კონტექსტის მითითება. ორშაბათს დონეცკში 13 ადამიანი მოკლეს, ლუგანსკის სოფელში – შვიდი. ერთი დღით ადრე დონეცკში მასირებული დარტყმების შედეგად დაიღუპა ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე. არც ხერსონსა და მელიტოპოლშია უკეთესი ვითარება.
სამხედრო თვალსაზრისით ეს სროლები ყოველგვარ აზრს მოკლებულია – არის მხოლოდ დამსჯელი, ტერორისტული ხასიათის. ათობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე „თანმდევი დანაკარგია“, რისგანაც ნამდვილად არ არის დაზღვეული არცერთი არმია.
ადრე თუ გვიან ისტორიკოსები და სოციალური ფსიქოლოგები დეტალურად შეისწავლიან უკრაინულ გამოცდილებას: როგორ და რატომ გადააქცია დასავლეთმა მთელი ქვეყანა ზომბი-კამიკაძედ.
მაგრამ ამ მომენტში რუსეთისთვის უფრო აქტუალურია პრაქტიკული კითხვა: რა უნდა მოუხერხოს ამ ქმნილებას თავის ყურისძირში. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამიზნულია აღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ. პროცესი მიდის, თუმცა საკმაოდ აუჩქარებლად. ეჭვგარეშეა, არსებობს სერიოზული პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური მიზეზები სწორედ ასეთი სტრატეგიის რეალიზაციისთვის – მათი სისწორე ვლადიმირ პუტინმა სამარყანდის სამიტზეც დაადასტურა.
თუმცა აშშ და ევროპა არ მალავენ კმაყოფილებას იმით, რომ რუსეთი „ჩაეფლო“ უკრაინაში ქირურგიული სიზუსტით მოქმედების აუცილებლობის გამო. ბოლო თვეებში დასავლეთმა, როგორც ჩანს, მართლაც ირწმუნა თავისი წარმატება რუსეთისთვის უკრაინის გეოპოლიტიკურ „ბინძურ ბირთვულ ბომბად“ გადაქცევის საქმეში.
როგორც ჩანს, იქ მართლაც დაავიწყდათ, რომ მოსკოვის მთავარი იარაღი არის მისი უნარი ასიმეტრიული და მოულოდნელი სვლების გაკეთებისა, რომლებიც უბრალოდ კი არ ამსხვრევს მთელ კომპოზიციას ჭადრაკის დაფაზე, არამედ აყირავებს მაგიდას.
ასე რომ, ახლო მომავალში ანალიტიკოსებს პენტაგონიდან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოუწევთ ტვინის ჭყლეტა იმაზე, როგორ იმოქმედებს მოსკოვის სპეცოპერაციის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე რეფერენდუმები, რა უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მაგალითად, ზაპოროჟიეს ოლქმა განაცხადა, რომ გეგმავს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.
შესაბამისად, რეგიონის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გადაქცევისას ტერიტორიაზე მყოფი უკრაინული და უცხოური დანაყოფები აღმოჩნდებიან მეტად სპეციფიკურ მდგომარეობაში მძიმე პერსპექტივით.
აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა წინასწარ დაამზადეს კარგად ნაცნობი შტამპების სრული ნაკრები. ეს ყველაფერი უკვე მოსმენილი გვაქვს რვა-ნახევარი წლის წინ ყირიმის რეფერენდუმის დროს.
რუსეთმა კი ჩართო ავტომოპასუხე: „დარჩით ხაზზე. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გიპასუხებთ, როგორც კი თავდაცვის სამინისტროს ოპერატორი გათავისუფლდება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0