ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება დასასრულს უახლოვდება

© Tbilisi City Hallსარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე თბილისში
სარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის განახლების სამუშაოების დაწყების შესახებ 2022 წლის მაისში გამოაცხადა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ქალაქის მერის თქმით, ამჟამად ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე ასფალტი იგება. მომდევნო ეტაპზე საკომუნიკაციო ჭების განახლება იგეგმება.

„ავლაბრის მოედანი მთლიანად სახეშეცვლილი იქნება. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი გახდება. პროექტის ფარგლებში ავლაბრის მოედანზე არსებული შადრევანი ავიღეთ და ეს სივრცე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოვიყენეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დაგეგმილია, რომ ავლაბრის მოედანზე უსაფრთხოების კუნძულებიც გაჩნდება. კალაძის ინფორმაციით, ამჟამად მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის განახლების სამუშაოების დაწყების შესახებ 2022 წლის მაისში გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში იცვლება სადრენაჟო სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ძველი ბორდიურები და ტროტუარები.
ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განლაგდა, გარე განათების ქსელი მთლიანად განახლდა, დამონტაჟდა თანამედროვე LED განათების სისტემა.
ყველა ახალი ამბავი
0